ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები — ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks — წარუდგინა.
ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა — რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.
თეგეტას მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი — რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება".
„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.
ფოტო: თეგეტა
ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: "ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.
Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ".
ფოტო: თეგეტა
იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks
საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.
იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით — UD Quester და UD Croner — იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის" სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: "UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.
Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება".
ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.
ფოტო: თეგეტა
საირმეში გამართული შეხვედრა თეგეტას კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული — იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
კომენტარები