ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის სანქციების სიაში ყოფნა-არყოფნა საინტერესო არ არის და ამ საკითხს ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არც განიხილავენ — მათი მთავარი მიზანი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა.
"თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველასთვის, გუნდისთვის, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი რამ არის საინტერესო — როდესაც საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, იმიტომ რომ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და, შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის ეს საკითხი საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა", — თქვა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის იმედს ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი ამერიკულ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ეს საკითხი დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან ხანმოკლე საუბრების დროსაც დააყენა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
"ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში მათგან წამოსულ თავდასხმებს. ასევე დღესაც ვუყურებთ მშვიდად პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არის გაჯანსაღებული არსებითად ურთიერთობები. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის მთლიანად ყველაფერი დამოკიდებული ამერიკულ ადმინისტრაციაზე.
...როგორც ბატონ ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ ეს იყო — სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ღია კომუნიკაცია, საუბარი იყო იმაზე, რომ გაგრძელდეს მუშაობა.
სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის", — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციების სიებიდან 125 ფიზიკური და იურიდიული პირი ამოიღო, თუმცა ამ პირთა სიაში არ მოხვდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც OFAC-მა 2024 წლის 27 დეკემბერს დაასანქცირა და სპეციალურად დასახელებულ პირთა სიაში (SDN List) შეიყვანა.
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
კომენტარები