თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ჯგუფური მკვლელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.