მარგარეტ ჰამილტონი

8 Oct. 2026, 16:50

"ჩემი გადმოსახედიდან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება (მისი დიზაინის შექმნა, განვითარება, დახვეწა, მუშაობის პროცესზე დაკვირვება და მომავალი სისტემებისთვის მისგან სწავლა) ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მისიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები", — განაცხადა ჰამილტონმა — "მეორე შანსი არ გვქონდა და ეს ვიცოდით. ჩვენს საქმეს სერიოზულად ვეკიდებოდით, ბევრმა ჩვენგანმა ეს მოგზაურობა 20-იანი წლების ასაკში დაიწყო. გამოსავლისა და ახალი იდეების პოვნა ნამდვილი თავგადასავალი იყო. თავდადება და ვალდებულების გრძნობა თავისთავად იგულისხმებოდა. ყველგან ორმხრივი პატივისცემა სუფევდა. რადგან პროგრამული უზრუნველყოფა საიდუმლოებით მოცული რამ, შავი ყუთი, იყო, უმაღლესმა მენეჯმენტმა სრული თავისუფლება და ნდობა მოგვანიჭა. გზა უნდა გვეპოვა და ვიპოვეთ კიდეც. წარსულს რომ ვუყურებ, მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანები ვიყავით. პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
  2. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
  3. ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
  4. ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
  5. ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა

გირჩევთ