ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
ჩრდილოეთ იტალიაში იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 101 პირს ბრალი წარუდგინა და 29 დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, გამოძიება ეხება სავარაუდო სქემას, რომლის ფარგლებში ქართველი ქალები იტალიაში კონტრაბანდულად შეჰყავდათ და მომვლელებად ასაქმებდნენ.
სავარაუდო სქემას საქართველოს ორი მოქალაქე ხელმძღვანელობდა, რომლებიც საქართველოში სამუშაოს მაძიებელ თანამემამულეებს იბირებდნენ, ქალები იტალიაში უკანონოდ გადაჰყავდათ, შემდეგ კი იტალიის მოქალაქის მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებლებში ათავსებდნენ.
სავარაუდო სქემის ფარგლებში ყალბ პირადობებსა და გაყალბებულ დოკუმენტებს იყენებდნენ, რათა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებად გაესაღებინათ და ამ გზით უცხოელი მუშაკების იტალიაში შესვლისა და დასაქმების წესებისთვის გვერდი აევლოთ.
ოპერაცია გუშინ, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყო და მასში იტალიის სხვადასხვა პროვინციაში იტალიის ფინანსური პოლიციის დაახლოებით 220 თანამშრომელი მონაწილეობდა. სულ 95 ადგილას მოხდა ჩხრეკა. ოპერაცია ბოლცანოსა და ტრენტოს გარდა, უდინეში, კროტონეში, რეჯო-ემილიაში, რეჯო-კალაბრიაში, გორიციაში, პორდენონეში, პიზასა და ბოლონიაში ჩატარდა.
გამოძიების მიხედვით, საქმე ეხება სამხრეთ ტიროლში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც იტალიის სხვა ტერიტორიებზეც ჰქონდა განშტოებები და რომელიც ხელს უწყობდა არალეგალურ იმიგრაციასა და უცხოელი მოქალაქეების ექსპლუატაციას.
გამოძიების ფარგლებში სულ 101 პირის მიმართ მოხდა ბრალის წარდგენა სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულზე, მათ შორის უკანონო შუამავლობასა და შრომით ექსპლუატაციაზე, ყალბი დოკუმენტების ფლობასა და დამზადებაზე, არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობასა და იტალიაში უკანონო შესვლა-ყოფნაზე.
ჩხრეკებისას, რომელთა მიზანი ყალბი დოკუმენტების, კომპიუტერული მოწყობილობებისა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მასალების აღმოჩენაც იყო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა 29 პირი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
საქმე ამ ეტაპზე წინასწარი გამოძიების ფაზაშია და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის შესაბამისად, გამოძიებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობა საბოლოოდ მხოლოდ შესაძლო სასამართლო განაჩენით დადგინდება.
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
კომენტარები