ოლივიე დე ვეკი

8 Oct. 2026, 19:27

"იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო — რომ საკუთარ ეპოქას უსწრებდა — მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს. ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი იყო მაშინ, როცა ეს სფერო განვითარების ადრეულ სტადიაზე იყო. მან არა მხოლოდ დახვეწილი კოდი შექმნა, არამედ გუნდსაც უხელმძღვანელა, რომ ახალი ტექნოლოგია გამოეყენებინათ და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემა შეექმნათ. პროგრამა Apollo დღემდე ერთ-ერთი უდიდესი დასტურია თანამშრომლობის, გამჭრიახობისა და ინჟინერიის ძალის, მარგარეტ ჰამილტონმა კი ამ პროგრამის წარმატებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა. და მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! მოგვიანებით იგი მეწარმე გახდა და თავისი გამორჩეული კარიერის განმავლობაში სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის სათავეში დარჩა. ამავდროულად იგი მილიონობით ადამიანისთვის დამცველი, მენტორი და შთაგონების წყარო იყო".

ასე გამოეხმაურა მარგარეტ ჰამილტონის გარდაცვალებას ოლივიე დე ვეკი. იგი Apollo-ს პროგრამის პროფესორი და MIT-ში აერონავტიკისა და ასტრონავტიკის დეპარტამენტის დროებითი ხელმძღვანელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
  2. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
  3. ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
  4. ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
  5. ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა

გირჩევთ