სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
ფოტო: ნეო ქართული ბანკი
სააქციო საზოგადოება "ნეო ქართული ბანკის" სახელით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კომპანიამ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე ლიცენზირების პროცესი და საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოებას მიენიჭა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
საქართველოს საბანკო ბაზარზე სს "ნეო ქართული ბანკი" მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომერციული საბანკო მომსახურების, Private Banking-ის მოდელით შემოდის. ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება პერსონალიზებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება, რაც კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და მათ ინტერესებზე მაქსიმალურ ფოკუსირებას დაეფუძნება.
სს "ნეო ქართული ბანკის" სადამფუძნებლო კაპიტალი შეადგენს 61.3 მილიონ ლარს და იგი სრულად ფულადი სახით არის შევსებული. ბანკის მიერ გამოშვებულია 100 000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული — 613 ლარის ნომინალური ღირებულებით.
სს „ნეო ქართული ბანკის“ დამფუძნებელი და ერთადერთი აქციონერია საქართველოს რეზიდენტი საწარმო — სს "პირველი ქართული ციფრული ჯგუფი", რომლის წილის 100%-ის მფლობელია ლატვიის მოქალაქე, ფინანსისტი და ბიზნესმენი იურის ლეონენკო. იგი წლების განმავლობაში კვიპროსისა და ბალტიისპირეთის საბანკო სისტემაში საქმიანობდა, 2018 წლიდან კი აქტიურად მონაწილეობს ქართულ ბიზნესში; იყო "ასკანგელი ალიანსის" აქციონერი და "რუსთავოილის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სს "პირველი ქართული ციფრული ჯგუფი" მის მიერ 2025 წლის აპრილში დაფუძნდა.
სს "ნეო ქართული ბანკის" ინვესტორია ქართული ბიზნესჰოლდინგი "სმარტ კაპიტალ ჯგუფი". ლიცენზირების პროცესში ეროვნულმა ბანკმა სრულყოფილად შეისწავლა ჰოლდინგის საქმიანობა, მათ შორის — მსოფლიოს "დიდი ოთხეულის" (Big Four) წევრი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "დელოიტის" (Deloitte) მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.
სს "ნეო ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბანკის დამფუძნებელი და აქციონერი იურის ლეონენკო. მისი მოადგილეა გრიგორი (გია) მორჩილაძე — ფინანსისტი და ბანკირი, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დამფუძნებელი და საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს მესამე წევრია სამართალმცოდნე თამარ ტყეშელაშვილი, რომელსაც კერძო სექტორში პრაქტიკოს იურისტად, ასევე აკადემიურ და საჯარო სფეროებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; 2021–2024 წლებში იგი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2025 წლიდან საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრია. გრიგორი (გია) მორჩილაძე და თამარ ტყეშელაშვილი არიან სს „ნეო ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და მათი საქმიანობა ორ სხვადასხვა საბჭოში სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
ბანკის აღმასრულებელ სტრუქტურას უხელმძღვანელებს გენერალური დირექტორი კახაბერ კოდუა. ფინანსური დირექტორია თეონა გიორგობიანი, ხოლო რისკების მართვის დირექტორი — ლაშა მაზანაშვილი.
სს "ნეო ქართული ბანკის" უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებელთა ნდობა და მათი ინტერესების დაცვაა. ჩვენი გუნდი საქმიანობას პასუხისმგებლიანი მართვის, სრული გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლესი სტანდარტებით წარმართავს, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქართული საბანკო სექტორის განვითარებაში.
ბანკის საქმიანობის დაწყების, კონკრეტული პროდუქტებისა და მათი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
კომენტარები