ფილმების საყურებლად იდეალური ამინდია და შენც, როგორც იქნა, თავისუფალი დრო გამონახე და ლეპტოპის წინ ჩამოჯექი, რომ ახალ ფილმს უყურო, მაგრამ ვერაფერი შეარჩიე? მაშინ, ეს სია სწორედ შენთვისაა.

ამ სტატიაში 10 ისეთი ფილმს წარმოგიდგენთ, რომელთა პრემიერაც 2026 წლის ოქტომბერში შედგება და არ უნდა გამოტოვოთ:

1. Digger

ფოტო: WIRED

ფილმში ტომ კრუზი ექსცენტრიკული მილიარდერის, დიგერ როკუელის როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც დიგერის ნავთობის კომპანიამ კლიმატური კატასტროფა გამოიწვია, აშშ-ის პრეზიდენტი მას ზიანის გამოსწორებას დაავალებს. ამ ამოცანაში დიგერს მისი და და მეცნიერი ეხმარებიან. შეძლებენ თუ ვერა სამყაროს გადარჩენას?

ფილმის პრემიერა 1-ელ ოქტომბერს შედგა.

2. Sense and Sensibility

ფოტო: IMDb

ჯეინ ოსტინის ამ საოცარი ნოველის 1995 წლის ეკრანიზაცია ოსკარის არა ერთ, არამედ 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ამიტომ მასზე დაფუძნებული კიდევ ერთი ეკრანიზაციის გადაღება საკმაოდ თამამი განაცხადია. დეიზი ედგარ-ჯონსი და ესმე კრიდ-მაილსი ფილმში დების როლებს ასრულებენ, რომლებსაც, მამის გარდაცვალების შემდეგ, სახლის დატოვება უწევთ.

ფილმის ნახვას 16 ოქტომბრიდან შეძლებთ.

3. Verity

ფოტო: Variety

ვერითი, რომლის როლსაც ფილმში ენ ჰეთეუიეი თამაშობს, ცნობილი ავტორია, რომელიც ავტოსაავარიო შემთხვევის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მანამ, სანამ ავარია მოხდებოდა, ავტორი თავისი ბესტსელერი წიგნების სერიის უკანასკნელ ნაწილს წერდა. წიგნის დასასრულებლად, ვერითის მეუღლე სხვა ავტორს დაიქირავებს, რომელსაც წყვილის სახლში გადასვლისას უჩნდება ეჭვი, რომ ვერითი შესაძლოა არც ისე მძიმედაა დაზიანებული, როგორც შორიდან ჩანს.

ფილმი 1-ელ ოქტომბერს გამოვიდა.

4. Other Mommy

ფოტო: Hollywood Reporter

ფილმში ჯესიკა ჩესტენი არა ერთ, არამედ ორ მთავარ როლს ასრულებს. მას ურსულას როლში ვხედავთ, დედის, რომელიც მთელ თავის ყურადღებას 8 წლის შვილს, ბელას, უთმობს. ამავდროულად, ჩესტენი ურსულას დემონი ორეულის პერსონაჟსაც თამაშობს, რომელიც ბელას მაშინ ესაუბრება, როდესაც მარტოები რჩებიან.

ამბის მთავარი კითხვა ისაა, თუ რას იზამდი, ეს ყველაფერი შენ და შენს ოჯახს რომ მოგსვლოდათ? რა გადაწყვეტილებებს მიიღებდი?

ფილმის პრემიერა 9 ოქტომბერს შედგა.

5. The Social Reckoning

ფოტო: Eksukoon

The Social Network — ფილმი, რომელიც Facebook-ის დაარსების დრამატულ ისტორიას გვიყვებოდა, 2010 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი იყო. The Social Reckoning მისი ერთგვარი გაგრძელებაა.

ფილმი მოგვითხრობს ფრანცის ჰოგენის, ფეისბუქის ერთ-ერთი თანამშრომლის ამბავს, რომელმაც სოციალური მედიის მავნებელი ეფექტების შესახებ კომპანიის შიდა დოკუმენტი გაავრცელა. ჰოგენის როლს მაიკი მედისონი ითამაშებს, მარკ ზაკერბერგისას კი — ჯერემი სთრონგი.

ფილმი 9 ოქტომბერს გამოვიდა.

6. Fjord

ფოტო: Telerama

Fjord წლევანდელი კანის ფესტივალის ყველაზე დიდი ჯილდოს — ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. ფილმში სებასტიან სტანი და რენატ რეინსვე წყვილის როლს თამაშობენ, რომელიც, 5 შვილთან ერთად, ნორვეგიის პატარა სოფელში გადადის საცხოვრებლად. ადგილობრივები ოჯახს, რომელიც ქრისტიანობის აქტიური მიმდევარია, ეჭვის თვალით უყურებენ. ხოლო მაშინ, როცა ერთ-ერთ ბავშვს სახეზე დაზიანებებს შეამჩნევენ, მშობლებს უწევთ, შვილზე ძალადობის ბრალდებებისგან თავი დაიცვან.

ფილმის 9 ოქტომბრიდან უკვე ხელმისაწვდომია.

7. Possible Love

ფოტო: Netflix

ეს ფილმი 2 წყვილის შესახებ გვიყვება — ერთ-ერთი მათგანი კომფორტულ და მდიდრულ პირობებში ცხოვრობს, მეორე კი, მას შემდეგ, რაც ქმარი სამსახურს დაკარგავს, არც ისე სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაშია. ამ დროს, მდიდარი ქალი ფინანსური პრობლემების მქონე წყვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას იწყებს, რაც მათ შორის არსებული ბარიერებისა და ურთიერთობის შესახებ არაკომფორტულ კითხვებს აჩენს.

ფილმის ნახვა 23 ოქტომბრიდან შეგიძლიათ.

8. Tenzing

ფოტო: Hollywood Reporter

ითვლება, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია, ედმუნდ ჰილარია, თუმცა მწვერვალზე ასასვლელად საბოლოო ნაბიჯის გადადგმაში მასთან ერთად თენცინგ ნორგეიც მონაწილეობდა. ეს ფილმი სწორედ ნორგეის ამბავს მოგვითხრობს.

ფილმის პრემიერა 9 ოქტომბერს შედგა.

9. Street Fighter

ფოტო: TechEblog

ვიდეოთამაშებზე დაფუძნებული ფილმები ბოლო რამდენიმე წელია, დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ Street Fighter-ს ფილმის ფორმატში უკვე მეორედ ვიხილავთ. ფილმში ნოა სენტინეო, ენდრიუ კოჯი და ჯეისონ მამოა მონაწილეობენ.

ფილმი 15 ოქტომბერს გამოვა.

10. Musk

ფოტო: BFI

ალექს გიბნიმ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის, შესახებ 4-საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. თავად მასკმა ფილმს მოსაწყენი და წარუმატებელი შეკვეთილი თავდასხმა უწოდა, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეფასება ცოტა სუბიექტურია. ეს ფილმი მოსაწყენი ნამდვილად არაა.

ფილმს 16 ოქტომბრიდან ვიხილავთ.