რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად ენერგოსისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამო, 9 ოქტომბერს უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო.

როგორც უკრაინის ეროვნული ელექტროგადამცემი ოპერატორის, "უკრენერგოს" (Ukrenergo) პრესსამსახური იტყობინება, იმ რეგიონებში, სადაც საავარიო გათიშვები დაიწყო, ადრე გამოქვეყნებული ელექტროენერგიის მიწოდების საათობრივი გრაფიკები დროებით აღარ იმოქმედებს.

"უკრენერგომ" მოსახლეობას მოუწოდა, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ენერგოდისტრიბუტორი კომპანიების განახლებულ ცნობებს, რადგან სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.