სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
ფოტო: OC Media
აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები სომხეთის ქალაქ გორისში 8 ოქტომბერს შეხვდნენ და "ტრამპის მარშრუტის" პროექტის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა განიხილეს. როგორც OC-Media წერს, ბოლო პერიოდში სომხეთი რუსეთთან და თურქეთთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით.
მათივე ცნობით, შეხვედრა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან უმჯობესდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აგვისტოში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა სომხეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყოს. ალიევის თქმით, სომხეთი საბჭოთა პერიოდში აშენებული მეტსამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციას განუსაზღვრელი ვადით ვერ გააგრძელებს და მისი გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
ალიევის განცხადებას სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთში ელექტროენერგიის ჭარბი წარმოებაა, თუმცა ეკონომიკის მზარდმა მოთხოვნებმა შესაძლოა მომავალში ერევანი ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროების წინაშე დააყენოს.
"ტრამპის მარშრუტი", რომლის ოფიციალური სახელწოდებაა "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის"“ (TRIPP), სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა შეიქმნას. პროექტი აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. მარშრუტი, სავარაუდოდ, მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო გზას, მილსადენებს, ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ციფრული მონაცემების გადაცემის ქსელებს.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთის ტერიტორიაზე წინასწარი კვლევები ჩაატარეს და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების განთავსებისთვის შესაძლო ადგილები განსაზღვრეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანში ელექტროენერგიის გადასაცემი ხაზის მშენებლობა უკვე შეიძლება დაიწყოს და მის დასრულებას მაქსიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.
ამავდროულად, სომხეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის მომავალსაც განიხილავს. მეტსამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის მოქმედი ვადა 2036 წელს იწურება, თუმცა ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა, რომ მისი მუშაობის გაგრძელება 2046 წლამდე შეიძლება.
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
კომენტარები