დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. თავდასხმა სავარაუდოდ, უკრაინული დრონებით განხორციელდა. ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის მასშტაბით გაუქმებული ფრენების რაოდენობა ორმაგად გაიზარდა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი 15 დრონი გაანადგურეს.

ფრენების მეთვალყურეობის სერვის Flightradar24-ის მონაცემებით, ყველაზე მეტად აეროპორტი "ვნუკოვო" დაზარალდა: რეისების 40%-ზე მეტი დაგვიანდა (საშუალო დაგვიანებამ 102 წუთი შეადგინა), ხოლო კიდევ 10% გაუქმდა.

ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი გადაიდო.