საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიერ-ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი, რომლებიც გასულ თვეში საფრანგეთის ერთ-ერთი მუზეუმიდან მოპარეს, ნაპოვნია.

პოლიციამ ამ დანაშაულთან დაკავშირებით ექვსი პირი დააკავა.

მოპარული იყო ორი ნახატი: "ქალბატონი კოლონა რომანოს პორტრეტი" (1910) და "ახალგაზრდა გოგონა ჭასთან" (1886). ორივე მათგანი პარიზის ორსეს მუზეუმს ეკუთვნის და დროებით იყო გამოფენილი.

ეს ძარცვა ევროპის მუზეუმებში გახმაურებული ქურდობების სერიას მოჰყვა, რომელთა შორისაცაა გასულ წელს პარიზის ლუვრიდან სამეფო სამკაულების მოპარვაც.

ნახატების ძარცვა 8 სექტემბერს მოხდა. მძარცველები კან-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმის ტერიტორიაზე ბაღის ღობეში გაძვრნენ და შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.

მათ კიდევ ორი ნახატი — "ქალბატონი პიშონი" და "კოკო კითხულობს" (რენუარის მცირეწლოვანი შვილის, კლოდის პორტრეტი) — მოიპარეს, თუმცა ბაღში გაქცევისას ისინი იქვე დაყარეს, რადგან ადგილზე განგაშის სიგნალზე მოსულმა პოლიციამ მიუსწრო. დანარჩენი ორი ტილო კი გაიტაცეს.