2026 წელი Apple-ის მოწყობილობების მოყვარულთათვის ნამდვილად შთამბეჭდავი სიახლეების წელია. Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტის, მარკ გურმანის, ცნობით, კომპანია პირველ სენსორულ ლეპტოპს, სავარაუდოდ, 27 ოქტომბერს ან ამ თარიღთან ახლოს წარადგენს. პრეზენტაციის თარიღი ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მეორე მხრივ, აქამდე არსებულ ვარაუდებთან შედარებით ეს ბევრად კონკრეტული ვადაა.

Apple-ის ფლაგმანური ლეპტოპის სენსორულ ვერსიაზე საუბარი ჯერ კიდევ 2023 წლიდან მიმდინარეობს. გურმანის ბოლო ცნობების თანახმად, მოწყობილობას დინამიკური ინტერფეისი ექნება, რომელიც შეყვანის სხვადასხვა რეჟიმს მოერგება. სავარაუდოდ, ახალი სენსორული ლეპტოპი, რომელსაც შეიძლება Macbook Ultra ეწოდოს, M5 Pro და M5 Max ჩიპებზე იმუშავებს. ეს სწორედ ის პროცესორებია, რომლებიც Macbook Pro-ს არსებულ მოდელებში გამოიყენება. ადრეული ცნობებით, ახალი M6 ჩიპის Pro ვერსიების გამოშვება არ იგეგმება.

სენსორული ლეპტოპების გარდა, Bloomberg-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, პრეზენტაციაზე განახლებულ iPad Mini-საც ვიხილავთ, რომელიც OLED ეკრანით იქნება აღჭურვილი. ამასთანავე, კომპანია 14-დუიმიანი Macbook Pro-სა და iMac-ის მცირე განახლებებსაც გეგმავს. ეს მოწყობილობები ახალ M6 პროცესორზე გადავა, რომელიც Mac Mini-ს განახლებისას წარადგინეს. ცნობისთვის, საბაზისო Macbook Pro ამჟამად M5 ჩიპზე მუშაობს, ხოლო iMac კი — ჯერ კიდევ M4 პროცესორზე.

ეს ოქტომბერში Apple-ისგან ერთადერთი სიახლე არ იქნება. კომპანია 13 ოქტომბერს ჭკვიანი სახლის ახალი გაჯეტების წარდგენასაც გეგმავს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი — iPhone Duo — გამოუშვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.