შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ივლის-სექტემბერში ჯამში გაიცა 16 839 პირველადი მართვის მოწმობა, მათ შორის:

საქართველოს მოქალაქეზე — 16 193;


უცხო ქვეყნის მოქალაქეზე — 316;


მოქალაქეობა მითითებული არ არის — 330 შემთხვევაში.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ქართული მართვის მოწმობები აიღეს, მონაცემები ასეთია:

2026 წლის მესამე კვარტალში ქართული მართვის მოწმობა რუსეთის 177-მა მოქალაქემ აიღო. მეორე ადგილზე ბელარუსის მოქალაქეები არიან (35 მოწმობა), მესამე პოზიციას კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ (30 მოწმობა).

ქვეყანაში მართვის მოწმობების გაცემის ზოგადი ტენდენცია მზარდია. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში ჯამში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 28 730 დოკუმენტს შეადგენდა.