ილია სულამანიძემ -100 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა გადამწყვეტ, ფინალურ შეხვედრაში იაპონელი ძიუდოისტი დოტა არაი დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ძიუდოისტი უკვე ფლობს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს, ხოლო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლი მოიპოვა.

ცნობისთვის, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უკვე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.