ე.წ. კომენდანტის საათის დროს თბილისში განათებები არა, მაგრამ ნაძვის ხე ანთებული იქნება
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. On.ge-ს კითხვას, ვისთვის იქნება განათებული ნაძვის ხე კომენდანტის საათის დროს, კალაძე პასუხობს:
"რაც შეეხება კომენდანტის საათს, რომ 9 საათის შემდეგ იზღუდება გადაადგილება ქალაქში, 24-მდე ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში და იქნება საუბარი და განხილვა, თუ იქნება მიზანშეწონილი საკომენდანტო საათი გადაიწიოს.
რაც შეეხება განათებებს, დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როცა კომენდანტის საათი დაიწყება განათებები იქნება ჩამქვრალი, ნაძვის ხის გარდა".
კალაძემ არ უპასუხა კითხვას, რამდენი დაიხარჯება კომენდანტის საათის დროს ნაძვის ხის განათებაზე და თქვა:
"ზუსტად გამიჭირდება, შეგიძლიათ, წერილობით მოგვმართოთ. დაახლოებით არ შემიძლია, აგერ არის ეკა ჯოჯუა და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას".
მანამდე მან სხვა მედიის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ქალაქის განათებაში 3 მილიონი ლარი არ დახარჯულა. მისი თქმით, განათებებზე დახარჯულია, დაახლოებით, 700 ათასი ლარი.
"ეს არის ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის ამ თანხით შეძენილი. ამას დაემატება კონცერტებთან დაკავშირებული თანხები. ჩვენ გვექნება 3 კონცერტი", — განაცხადა მან.
როგორც მერიაში On.ge-ს განუმარტეს, 2021 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში დაიხარჯა ჯამში 986 524 ლარი და შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია: შპს დანდი — საახალწლო სტრინგები; შპს ბენ 3 — საახალწლო გირლიანდები; შპს ღამის შოუ სტუდია — საახალწლო ნათურები და აქსესუარები.
თბილისის მერიამ გასულ წელს იტალიაში, მილანში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადასაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 195 800 ლარი იყო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯებოდა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი 21 ათასი.
საზოგადოების კრიტიკას ხარჯებთან დაკავშირებით კალაძემ პერფორმანსით უპასუხა. მან ფეისბუქლაივი ჩაბნელებული პარკიდან გაუშვა და ხალხს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა ეს.
"ყოველწლიურად ბიუჯეტი, დაახლოებით, 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს. ანუ რა არის ჩვენი მიდგომა, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში, თუმცა იქნება მოკრძალებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება ულამაზესი", — აღნიშნა კალაძემ.
2019 წლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ ტენდერით იყიდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა. მოსახლეობამ ხის მეჩხერი ტოტები და სათამაშოების სიმწირე დაიწუნა. მაშინ ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდა თბილისის ქუჩების ნაწილიც. ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა, ერთწლიანი გარანტია ჰქონდა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები