საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან 25 მილიონი ევროს მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება 7 წლიანია და ის 2019 წლის დეკემბერში EIB-სთან გაფორმებული 50 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სესხის ლიმიტის ზრდაა (Top-up).
აღნიშნული სესხის მიღება შესაძლებელია, როგორც ევროსა და აშშ დოლარში, ასევე ლარში. ლარის ტრანშის მობილიზება ნაწილობრივ ხდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. გვეძლევა მეტი შესაძლებლობა MSME და MidCap მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ, რაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით, ამ რთულ პერიოდში. მადლობას ვუხდი ევროპის საინვესტიციო ბანკს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
სესხის მიზანია, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო (MSME) ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს (MidCaps) COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას. აღნიშნული ტრანზაქცია Team Europe-ის COVID-19-ზე საპასუხო გეგმის ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ლიკვიდურობისა და ოპერაციების უწყვეტობას და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.
"როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკონომიკას ამ რთულ პერიოდში. EIB-ს დაფინანსება ხელს შეუწყობს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე საქართველოს ფინანსურ სექტორს, რათა პანდემიის მიუხედავად, გააგრძელონ ოპერირება და შეძლონ ეკონომიკის გაჯანსაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავალი. ჩვენი ძალისხმევა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად, საჯარო თუ კერძო სექტორებიდან, მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველვყოთ შესაძლებლობებით სავსე და მდგრადი მომავალი", — განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოში ოპერაციების ხელმძღვანელმა, ტერეზა ცერვიშკამ.
"ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს პანდემიის დროს. ქვეყნისთვის განკუთვნილი COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა შეძლო უპრეცედენტო, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის მობილიზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბიზნესის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ქართული ბანკების მეშვეობით კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჩნდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს", — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები