COVID-19, არჩევნები, შეკრებისა და მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემა და ა.შ. — ომბუდსმენი 2020 წელს აჯამებს
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი აჯამებს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში.
ნინო ლომჯარია შემაჯამებელ განცხადებას კოვიდ-19-ის შედეგად შექმნილი გამოწვევებით იწყებს.
"კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება", — წერს ლომჯარია.
სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფრომაცია, მედიაში გახმაურებული დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ.
2020 წლის მეორე გამოწვევად ომბუდსმენი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას ასახელებს.
"2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი", — ვკითხულობთ განცხადებაში.
შემდეგი საკითხი, რასაც სახალხო დამცველი ეხმაურება შეკრების თავისუფლებაა. ნინო ლომჯარია კრიტიკულად აფასებს 8 ნოემბერს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს ამავე აქციაზე.
"სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით", —ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლომჯარია ეხმაურება აქციებზე, გათბობის მიზნით, შეშის მიტანაზე პოლიციელების მიერ ხელის შეშლის ფაქტებს. მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში შსს ახდენს კანონმდებლობის ზედაპირულ ინტერპრეტაციას მაშინ, როცა საჭიროა თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვა.
შემდეგი საკითხი მედიის თავისუფლებაა, სადაც სახალხო დამცველი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებული მოვლენები. მისი თქმით, "არა მხოლოდ დაირღვა თანამშრომელთა შრომითი უფლებები, არამედ მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს".
სახალხო დამცველი საუბრობს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
"არ გაწერილა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების განსაკუთრებული წესი, რასაც, შესაძლოა, შედარებით დაებალანსებინა შემოღებული შემზღუდველი ღონისძიებები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ნინო ლომჯარია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების საკითხსაც.
"სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს", — წერია განცხადებაში.
მართლმსაჯულების ნაწილში, ომბუდსმენი ეხმაურება სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარებას კომენდანტის დროს.
"დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმანის ხარისხის ხარვეზებიც", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ეხმაურება სისხლის სამართლის ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორებიცაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, ლუკა სირაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, მარინა ჩოლოიანის საქმეს, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას. ანგარიშში საუბარია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზეც.
სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარების, ქალთა უფლებებისა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების და სხვა საკითხებზე, რომელთა მიმოხილვის შემდეგ ნინო ლომჯარია ასკვნის, რომ ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
დღეს, 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები