ვის როგორ შეეხო კოვიდ პანდემია საქართველოში — საია ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს
ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge
კორონავირუსის პანდემია, საგანგებო მდგომარეობა და სამართლებრივი რეჟიმი 2020 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განსხვავებული და გამოწვევებით სავსე იყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაში (საია) აცხადებენ, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა, რასაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი დაემატა. ეს კი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს როგორც მოწყვლად ჯგუფებზე, ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე. Covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედმა არაორდინალურმა წესრიგმა ქვეყანაში მრავალი ცვლილება გამოიწვია, როგორც ადამიანის უფლებების მხრივ, ისე სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით.
Covid-19-ის პანდემიამ საქართველოში უამრავი ადამიანი ურთულეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. სამსახური დაკარგეს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სექტორში დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა პირებმა, ხოლო ნაწილს არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა არანებაყოფლობით მოუწია. მართალია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ მთავრობის ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმით ფულადი დახმარებები მიიღეს როგორც იმ დასაქმებულებმა, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ასევე, თვითდასაქმებულმა პირებმა, თუმცა საიაში აცხადებენ, რომ კომპენსაციის გარეშე საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, კითხვებს აჩენდა, რამდენად ადეკვატური იყო არაფორმალური ან/და თვითადასაქმებული პირებისათვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, მაშინ როდესაც, ეს პირები პანდემიის დროს დღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასევე, ანტიკრიზისული გეგმით არ იყო გათვალისწინებული გარკვეული კატეგორიის თვითდასაქმებული და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები.
"აგრეთვე, ბევრი ისეთი ჯგუფი, რომლებზეც კრიზისმა ყველაზე მძიმედ იმოქმედა: არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანები — მეტწილად ქალები (მათ შორის, ძიძები, დამლაგებლები, მომვლელები), მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები, სექს-სამუშაოში ჩართული ქალები, ლგბტქი ადამიანები და სხვა. საყურადღებოა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა არ შეცვლილა და ეს პირები კვლავ დახმარების გარეშე რჩებიან", — აცხადებენ საიაში.
მათივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. Covid-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევდათ, რითაც მოძალადეები სარგებლობდნენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებდნენ.
2020 წლის განმავლობაში, ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ. ქვიარ ადამიანების დისკრიმინაცია შრომით ბაზარზე ქართული რეალობისთვის ახალი არ არის. შესაბამისად, სამუშაო ადგილზე ნაწილ მათგანს ორიენტაციისა და იდენტობის დამალვა უწევს, რათა თავი აარიდოს დისკრიმინაციას. ნაწილი მათგანი, კი იძულებული ხდება თავი ირჩინოს სექსმუშაკობით და ამით გამოიმუშაოს ფინანსები.
საიას თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ლგბტქი პირების საჭიროებების გათვალისწინება არ მომხდარა ან მოხდა ფრაგმენტულად, რამაც ქვიარ ადამიანები ჩააყენა მძიმე, ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობაში.
Covid-19-ის პანდემიის შედეგად მომეტებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე გამწვავდა მათი უფლებრივი მდგომარეობა. საიაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება ვერ უზრუნველყო.
"მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველა ზომა უნდა მიეღო შშმ თემის მხარდასაჭერად და მათი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, გეგმამ მხოლოდ ცალკეული ჯგუფები მოიცვა, ასევე, გეგმის მიღმა დარჩნენ ის ბავშვები, რომელთათვისაც შშმ პირის სტატუსის მინიჭება არ ხდება", — აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში განსაკუთრებულ მკაცრ რეჟიმში აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის რეგიონში) მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები აღმოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ მათზე ვრცელდებოდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები, 23 მარტიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა განსაკუთრებული რეჟიმის კარანტინის ზონად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული, ეთნიკური ნიშნით ძალადობისკენ მოწოდებები მოჰყვა. საიას განცხადებით, სიძულვილის ენა ხელისუფლების სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა. ენობრივი ბარიერისა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ღონისძიებების გამო, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე, პრობლემა იყო ინფორმაციაზე სათანადო ხელმისაწვდომობაც.
საიას შეფასებით, არათანასწორი მოპყრობის შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამე. მგავსი მიდგომა კი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად არ განიხილავს.
პანდემიის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი კრიზისები დამატებით გამოწვევად იქცა უსახლკარო ადამიანებისთვის. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე ქრონიკული დაავადებების მქონე უსახლკაროები დადგნენ. უსახლკარო ადამიანებში ვირუსის გამწვავების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი უსაფრთხო საცხოვრებლის არ არსებობაა. საიაში ამბობენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების წინაშე მიუსაფარი ადამიანები დგანან როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე, თავშესაფრებში.
საიაში, აფრეთვე, ბავშვის განათლების საკითხში პანდემიის გავლენაზე საუბრობენ. მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა ან/და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლების დახურვის პირობებში ბავშვები რჩებიან განათლების მიღების გარეშე, ხოლო დისტანციური სწავლებისას არსებობს, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემურობა, ისე მასზე ხელმისაწვდომობის საკითხი. პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით შეეხო ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ იზრდება ძალადობის განხორციელების რისკები.
საიას შეფასებით, 2020 წლის განმავლობაში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რომელიც Covid-19-ის გავრცელების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. შეიქმნა განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე, სადეზინფექციო და ვირუსისაგან თავდაცვის საშუალებებზე სათანადო წვდომის პრობლემა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საიაში მიაჩნიათ, რომ არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არასაკმარისია. შესაბამისად, დევნილები სახელმწიფოსაგან ადეკვატური და ეფექტიანი მხარდაჭერის მიღმა რჩებიან.
საიაში მიაჩნიათ, რომ ოკუპირებულ და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებით, ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების მანკიერი პრაქტიკა წინა წლების მსგავსად 2020 წელსაც გაგრძელდა. გატაცებულებს, ძირითადად, ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ, თუმცა, 2020 წელს კვლავ დაფიქსირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს ირაკლი ბებუაც, რომელსაც დე-ფაქტო სასამართლომ 2020 წლის 8 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად 2020 წელს ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენების შემთხვევას, რასაც საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. 2020 წლის განმავლობაში ახალგორში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის კვლავ გაგრძელდა შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე.
2019 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ერთადერთი გამშვები პუნქტის ჩაკეტვისა და კოვიდ პანდემიის გამო ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. აღნიშნულმა ახალგორი მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა და მოსახლეობა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის გარეშე დატოვა. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისების და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც ვერ ახერხებდა/ახერხებს, რადგან დროულად ან საერთოდ არ ეძლეოდათ/ეძლევათ ე.წ. საზღვრის მიღმა გადასვლის უფლება.
საიაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ 2020 წლის განმავლობაშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული თვითნებური შეზღუდვების საფუძველზე მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეძლეოდათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლებში გადაადგილების შესაძლებლობა.
საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებს საია დადებითად აფასებს, რომლითაც დასაქმებულთა შრომითი უფლებები გარკვეულწილად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მისი უფლებამოსილებების გაზრდას მიესალმებიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ცვლილებებმა ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს მხოლოდ ფრაგმენტულად უპასუხა. Covid-19-ის პანდემიის პირობებში, დასაქმებული პირების უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პირებს (ექიმები/ექთნები/სანიტრები), მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირების ისედაც მძიმე შრომითი პირობები პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, პრობლემურია მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები და სხვა.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები