პროკურატურამ მოსამართლეთა ტესტების სავარაუდო გამჟღავნების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სავარაუდო გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, საგამოძიებო ორგანომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალები მიიღო, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადაგზავნილი დასკვნა შეეხება 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს უკანონოდ მიუწვდებოდა ხელი გამოცდის პასუხებისთვის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაადასტურა, რომ სავარაუდო დარღვევაზე შიდა მოკვლევას აწარმოებდნენ, თუმცა, მამუკა ახვლედიანი გააკრიტიკეს ინფორმაციის ნაადრევად გასაჯაროებისთვის.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაპირისპირება 2015 წელს დაიწყო. 2015 წლის დეკემბერში მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლესს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე თქვა, რომ ისინი საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევდნენ. მოგვიანებით, მან ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებმა გაჟონა. 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის დისციპლინარული დევნა დაიწყო ნინო გვენეტაძის განცხადების საფუძველზე, თუმცა, მათ განმარტეს, რომ ამას კავშირი არ ჰქონდა ახვლედიანის მიერ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან. საბოლოოდ, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 22 თებერვალს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახვლედიანმა შურისძიებად შეაფასა.
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები