როგორ ცვლის ევროპაში სწავლის გამოცდილება ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას
ფოტო: ევროკავშირი
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ალბათ ყველას სურვილია, ხარისხიანი განათლება მიიღოს და ისეთი ცოდნა დააგროვოს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება. ამ ყველაფერზე ფიქრისას საუკეთესო, რაც შეიძლება წარმოიდგინო საზღვარგარეთ სწავლაა, არა? ამის ყველაზე დიდ შანსს კი საქართველოში ევროკავშირი გვაძლევს.
Erasmus + პროგრამამ წლების განმავლობაში უამრავ ქართველ სტუდენტს მისცა ევროპის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა. გაცვლითი კურსი სწავლის სამივე საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მოიცავს და, რაც მთავარია, სწავლა სრულიად დაფინანსებულია, სტუდენტებს კი აქვთ სტიპენდია ცხოვრების ხარჯების დასაფარად. ევროკომისია აფინანსებს მაგისტრატურის პროგრამასაც — Erasmus Mundus Joint Master Degrees-ს, რომლის ფარგლებში სტუდენტები სრული დაფინანსებით რამდენიმე ქვეყანაში სწავლობენ და მაგისტრის ხარისხს იღებენ.
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აქ არ მთავრდება — Erasmus + მოიცავს ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს, საზღვარგარეთ სწავლების კურსებს, სტაჟირებასა და პრაქტიკას. ეს პროგრამები კი მილიონობით ახალგაზრდას აერთიანებს.
27 თებერვალს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები მიღებაზე მიიწვია. შეხვედრის მიზანზე ამ სტატიაში მოგიყვებით.
ევროკავშირის ახალი ინიციატივა
ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, უკვე კურსდამთავრებულები და ამჟამად ლექტორები, საკუთარი პროფესიით დასაქმებულები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ერთ დარბაზში საინტერესო სიახლისთვის შეიკრიბა.
EU Alumni Network-ის საღამო ევროკავშირის ელჩმა, კარ ჰარცელმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ სწავლისას 5 000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა მიიღო, არამედ მათ შეიძინეს მეგობრები, გაიგეს, როგორია ცხოვრება ევროკავშირში და გაითავისეს ის ძირითადი ფასეულობები, რომლებსაც ევროპა ეყრდნობა.
ახლა კი ევროკავშირი კურსდამთავრებულების ქსელს ქმნის, რათა მათ ერთმანეთისა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ.
"EU Alumni-ის ქსელს ორი მთავრი მიზანი აქვს, პირველი — კურსდამთავრებულების დახმარებით საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შენარჩუნება და განვითარებაა. იდეების გაზიარება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის უფრო უკეთესად. და მეორე — შეიქმნას საერთო პლატფორმა ევროკავშირის ყველა კურსდამთავრებულისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და გამოცდილება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის. იმედი გაქვს, ეს ყველასთვის სახალისო იქნება და ჩვენს გამოცდილებას გაამდიდრებს", — თქვა კარლ ჰარცელმა.
EU Alumni-ის ქსელის იდეა ყველასთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. შეხვედრაზე ასევე გავიგეთ, რომ შეიქმნება საერთო ჯგუფიც, სადაც დაინტერესებულ პირებს პროცესში ჩართვა შეეძლებათ. შეკრებილ სტუმრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამაც მიმართა.
გიგა ზედანია ევროკავშირის კურსდამთავრებულია. ის 1999-2000 წლებში ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, 2000-2004 წლებში კი რურის უნივერსიტეტში, ბოხუმში, სწავლობდა. სიტყვით გამოსვლისას გიგა ზედანიამ ხაზი გაუსვა ევროპულ კულტურას და მის გარშემო არსებულ წარმოდგენებს. მაგალითად, ტრივიალური დაკვირვებით ევროპა არის კაფეების სივრცე ან ევროპა არის სივრცე, სადაც ფეხით დადიან. უფრო ინტელექტუალური მოსაზრებით კი ევროპა იერუსალიმის და ათენის მემკვიდრეობებს აერთიანებს. ასევე, ევროპა სივრცეა, სადაც ადამიანები მუდმივად ფიქრობენ დასასრულზე, მათ შორის იმ ინსტიტუციების, რომელთა წევრებიც თვითონვე არიან.
"ევროპის კურსდამთავრებულების ქსელი არის პროექტი, რომლის ფარგლებში ბევრი რამაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ინიციატივებზე და ენერგიაზე. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანები, ვინც ევროპაში მიიღეს განათლება, მნიშვნელოვანი რესურსი იყო ამ ქვეყნისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში და დღემდე ასე რჩება", — თქვა გიგა ზედანიამ On.ge-სთან საუბრისას.
რას ფიქრობენ კურსდამთავრებულები
საღამოს ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ელჩმა კურსდამთავრებულებთან გადაინაცვლა. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ პირველი რეაქციების მოსასმენად რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით.
ეკონომისტი და საჯარო ადმინისტრირების სპეციალისტი დავით დარსაველიძე 2009 წელს ერასმუსის პროგრამით საბერძნეთში სწავლობდა. მისი თქმით, ევროპაში სწავლამ ქართველებს მისცა შესაძლებლობა, შეედარებინათ სად იდგა საქართველო და ევროპული ქვეყნები.
"ამ პროგრამამ ქართველებს საშუალება მოგვცა, გვესწავლა ბევრი საინტერესო საკითხი, გაგვეღრმავებინა ჩვენი პროფესიული ცოდნა და გვემუშავა ინტენსიურად, ახლოს გაგვეცნო ადგილობრივი კულტურა. თვითონ ევროკავშირში ცხოვრებაც განსხვავებული გამოცდილება და ერთგვარი ამოცანაც იყო ჩვენთვის", — თქვა დავით დარსაველიძემ On.ge-სთან საუბრისას.
"ეს შეხვედრა შეიძლება ძალიან კარგი საწყისი მუხტი რითად იყოს, დავძრავთ ისეთ თემებს, რისთვისაც გაერთიანება ნამდვილად ღირს და აუცილებელიცაა"
— დავით დარსაველიძე
მარიამ ხუროშვილისთვის კი ის განსაკუთრებული ჩვევა, რომელიც ევროპაში გამოიმუშავა მომავალში მისი საქმიანობის ძირითად ნაწილად იქცა. 2016-17 წლებში ის გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლობდა. გერმანიაში ცხოვრების დროს ნარჩენების მართვა ისწავლა. მან ამ საკითხზე მუშაობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააგრძელა და დღემდე გარემოს დაცვის მიმართულებით რეგიონალურ პროექტს ხელმძღვანელობს. იდეის ავტორი თავად იყო, კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.
"ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. გავეცანი გერმანული უნივერსიტეტის კულტურას, გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი მთელი ევროპის და არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით. მომეცა შანსი, რომ ინდივიდუალურად გავმკლავებოდი იმ ცხოვრებისეულ პრობლემებს, რასაც საქართველოში ვერ ვუმკლავდებოდი. ამან პერსონალურად ძალიან გამზარდა", — თქვა On.ge-სთან საუბრისას მარიამ ხუროშვილმა.
"ძალიან საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. სტიპენდიანტების ქსელის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმ მხრივ, რომ ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ შეხედულებებს და ამან შეიძლება ახალ საერთო პროექტებს ჩაუყაროს საფუძველი. მეორე მხრივ, ეს არის საკმაოდ კარგი პლატფორმა თვითგამოხატვისთვის"
— მარიამ ხუროშვილი
კიდევ ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულია უჩა ავსაჯანიშვილი. ის 2017-18 წლებში შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, ევროპის ეკონომიკური სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. მან აღნიშნა, რომ ევროპაში სწავლის მსურველები წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, მიიღონ განათლება ევროპაში, შემდეგ დაბრუნდენ და ამ ცოდნით ქვეყანა გააძლიერონ.
"მე ვიტყოდი, რომ ეს არის უნარი, დაამყარო კარგი ურთიერთობები და კავშირები სხვადასხვა ადამიანთან. საზღვარგარეთ მიღებული განათლება და გამოცდილება ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან გაქვს ურთიერთობა ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან, ეცნობი ყველანაირ კულტურას. ეს გაძლევს საშუალებას, რომ კომფორტულად იგრძნო თავი სხვადასხვა გარემოში, მათ შორის ისეთში, რომელიც შენთვის ძალიან ახალი და უცხო იქნება", — გვითხრა უჩა ავსაჯანიშვილმა.
მარიკა ქურდაძე 2015-17 წლებში სამ ევროპულ ქვეყანაში, ესპანეთში, მალტასა და ნორვეგიაში Erasmus Joint Masters Program-ით სწავლობდა. მისი თქმით, ევროპაში ცხოვრების დროს შეიძინა მნიშვნელოვანი ღირებულება და ჩვევა — კარგად მოეპყროს და მოუაროს ცხოველებს. მარიკამ გვითხრა, რომ ოთხფეხა მეგობრებს ნორვეგიაში აღმატებული ღირებულება აქვთ და ისინი ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან.
"დღევანდელი ღონისძიება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის,რომ ევროკავშირის პროგრამების კურსდამთავრებულები გაერთიანდნენ და საერთო ძალისხმევით დიდი როლი ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში"
— მარიკა ქურდაძე
"ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მესწავლა სამ განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემაში. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამ გამოცდილებიდან ვისწავლე ისაა, რომ ჩვენ არ ვართ განსხვავებული ევროპისგან. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საერთო ღირებულებები, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით", –– თქვა მარიკა ქურდაძემ On.ge-სთან საუბრისას.
ახალი ინიციატივის საფუძველი ჩაყრილია, ევროპის კურსდამთავრებულები მზად არიან, რომ ერთობლივად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა გააგრძელონ. ევროკავშირი კი მზადაა, საკუთარ კურსდამთავრებულებზე ზრუნვა ისევ გააგრძელოს. მოემზადეთ, დარწმუნებულები ვართ, წინ ბევრი კარგი ინიციატივა გელოდებათ.
-
"მადლობა ყველას" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ "მადლობა ყველას" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა




კომენტარები