სალომე ზურაბიშვილი

19 Sep. 2018, 00:17

ეს უაზრო ჩაციკვლა სიტყვებში, რომელიც არის ამოგლეჯილი კონტექსტიდან. მე მაქვს ერთი დიდი განცხადება, რომელიც ფეისბუქზეც არის და ყველას შეუძლია მოისმინოს, წაიკითხოს. მე ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში თუ ეს ქვეყანა არის ევროპული, არ უნდა იყოს იმ თემებზე, რომელიც არის ცილისწამება. ცილისწამებაზე გაუთავებელი მსჯელობა არის სამარცხვინო იმ ქვეყნისთვის, რომელიც თვლის თავს, როგორც ევროპულ ქვეყნად, რომელსაც უნდა ევროკავშირში შევიდეს. ეს კამპანია როგორც ტარდება, არის წარმოუდგენელი, მე მგონი, ეს ყველაზე უარესი კამპანიაა, რომელიც ოდესღაც ჩატარებულა საქართველოში ამ კუთხით, ადამიანობის, ზრდილობის და რაც გინდა, ქართველობის კუთხით. ეს არის კიდევ უფრო უარყოფითი შედეგი ამ ყველაფრის და ამ დროს ჩვენ ვერ გადავდივართ თემებზე, რაც უნდა იყოს არჩევნების, ერთგვარი გაყინული სივრცეა, სადაც ვტრიალებთ, როგორც თაგვები ტრიალებენ ორმოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  5. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ