ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სებ-ის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.
უწყების განცხადებით, ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერიც ადასტურებს, სადაც ის თავად საუბრობს საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე.
სებ წერს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა სებ-ში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას, შესაბამისად, მას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა ვერ ექნებოდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება მკაცრად კონფიდენციალურია და ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ შესაბამის გუნდს აქვს. გარდა ამისა, ნანა ყეინიშვილი იყო საბჭოს არააღმასრულებელი წევრი და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს "ბიტექსჩეინჯის" შემოწმება და დაჯარიმება გეგმიურად, 2026 წლის თებერვალში განხორციელდა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლის განცხადება, თითქოს დაჯარიმება სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდება, უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სებ წერს, რომ კომპანიას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის ჯამში 572 118 000 ლარის ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ორ ადმინისტრატორს — თითოეულს დამატებით 7 000 ლარი.
სებ-ის ცნობით:
1. ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით ოპერაციები ხორციელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, კლიენტის ვინაობის გადამოწმების გარეშე.
2. ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ვირტუალური აქტივის მიმღებ ზოგიერთ მისამართთან დაკავშირებით საჯარო წყაროებში (მათ შორის Telegram არხებით) იძებნებოდა ინფორმაცია აკრძალული ნივთიერებების სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ.
3. გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვის, დამუშავების, სანქცირებული პირების გადამოწმებისა და საეჭვო ოპერაციების გამოვლენის სისტემებში. კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ანგარიშგება ორი საეჭვო ოპერაციის შესახებაც.
4. შემოწმების ფარგლებში კომპანიამ ეროვნულ ბანკს არასწორი და არასრული ინფორმაცია წარუდგინა, რამაც შეაფერხა შემოწმების პროცესი.
ვრცლად ამ თემაზე:
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
კომენტარები