12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროკავშირისკენ მიმართულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელებენ. დღის წესრიგშია ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გაფართოების გავლენას გაერთიანების უსაფრთხოებაზე და კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.