"ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ," — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით, თელავში, ევროკავშირის მიერ დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაბიჯებს მშვიდად უნდა დააკვირდნენ. მან ასევე იმედი გამოთვა, რომ "მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ".

"ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ", — განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოში EU-ს წარმომადგენლობა "ევროპის დღე 2026-ს" კახეთში აღნიშნავს. ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი" მეღვინეობა "მოსმიერში" გაიმართა. ევროპის დღემ კახეთში თავი მოუყარა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქციული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროპის დღე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტით დასრულდება.