აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.

თეთრი სახლის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან ამ გზით არ წასვლა არჩია.

აშშ-ის ლიდერმა უკრაინას ურჩია, ეპოვა ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმებას შეძლებდა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნას ცდილობს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სამიზნედ ქცევით.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა კიევს მოუწოდა, არ დაერტყა რუსული ქარხნებისთვის და არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის, მსგავსმა თავდასხმებმა კი შესაძლოა სერიოზული დეფიციტი გამოიწვიოს. მან დასძინა, რომ უკრაინამ არ უნდა შეუტიოს დიზელის საწვავის მარაგებს, რადგან მსოფლიო უკვე დგას პრობლემის წინაშე, რომელიც დიზელის წარმოებისთვის საჭირო გადამამუშავებელი სიმძლავრეების სიმცირითაა განპირობებული.

მანამდე Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კიევს დაემუქრა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით, თუ უკრაინა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას გააგრძელებდა.

შაბათს უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე მოკავშირეს ესაუბრა, რათა განეხილა ბოლო მოვლენები და მოუწოდა "უკრაინაში სიცოცხლის დასაცავად რეალური გადაწყვეტილებების" და ევროპული უსაფრთხოების დაცვისკენ.

დაუნინგ სტრიტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ენდი ბერნჰემი ესაუბრა ზელენსკის და "სრული სოლიდარობა" გამოუცხადა.