უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ Yandex-ის ტაქსის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს. NEWS.On.ge-მ მომხმარებლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აპლიკაციას ნავიგაციის პრობლემა აქვს.

სოციალურ ქსელში მძღოლებიც წერენ, რომ სისტემა შეფერხებით მუშაობს და შეკვეთა არ შემოდის.

რა მოხდა?

11 ოქტომბერს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში მდებარე Yandex-ის მსხვილ მონაცემთა ცენტრზე იერიში მიიტანეს. რუსულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Yandex-მა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ობიექტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დარტყმის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ცენტრმა მუშაობა სრულად შეაჩერა.