ინტერნეტმა 1971 წლის ფოტოზე 38 მეცნიერს შორის მდგომი ერთადერთი ქალის ვინაობა გაარკვია
ფოტო: Noaa Fisheries
ილუსტრატორი ქენდის ჯინ ანდერსენი საბავშვო წიგნისთვის ინფორმაციის მოძიების პროცესში იყო ჩაფლული, როცა იდუმალ ამბავს გადააწყდა.
ძველ სტატიაში ქენდისმა მეცნიერების ფოტო იპოვა, რომელიც ვირჯინიაში, 1971 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იყო გადაღებული.
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოზე, 37 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო და მისი სახეც ნახევრად წინ მდგომ კაცს ჰქონდა დაფარული.
სტატიაში ყველა კაცის სახელი ეწერა, აფრო-ამერიკელი ქალი კი სიაში "არაიდენტიფიცირებულად" იყო განთავსებული.
როგორც ანდერსენმა CNN-ს უთხრა, მას სულ გადაავიწყდა საქმე და დღეების განმავლობაში ფოტოზე ნანახი ქალის ვინაობის გარკვევას ცდილობდა:
"რადგან უცნობი ქალი მეცნიერი იმ კონფერენციაზე იყო, ე.ი. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ვგრძნობდი, რომ მისი ვინაობა აუცილებლად უნდა გამეგო".
ქენდისმა ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა:
"ასეთი მისია მაქვს: ქალი ამ ფოტოზე 1971 წელს საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ის 38 მეცნიერში ერთადერთი ქალია და ასევე ერთადერთია, რომელიც იდენტიფიცირებული არაა, მაშინ როცა, ყველა კაცის სახელია ცნობილი. შეგიძლიათ მისი ვინაობის გარკვევაში დამეხმაროთ?"
ანდერსენს ტვიტერზე ბევრი ფოლოუერი არ ჰყავდა და დიდი მოლოდინებიც არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღეში, მის მისიაში ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაერთვნენ.
სოციალური მედიის "დეტექტივებმა" რამდენიმე დღეში გაარკვიეს, რომ უცნობი ქალი შეილა მაინორ ჰაფი იყო. ფოტოს გადაღების პერიოდში, ის ბიოლოგიური ნარჩენების ანალიტიკოსი იყო კომპანია Fish and Wildlife Service-ში.
ჰაფს, როგორც მეცნიერს, 35-წლიანი კარიერა ჰქონდა ფედერალურ მთავრობაში და მხოლოდ 12 წლის წინ გავიდა პენსიაზე, როგორც ერთ-ერთი პროფესიონალი და გარემოს დაცვის სპეციალისტი.
ანდერსენმა ჰაფი ფეისბუქზე იპოვა და მოგვიანებით მას ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.
"ის ძალიან თბილი, კეთილი და პოზიტიური ქალი აღმოჩნდა", - ამბობს ილუსტრატორი.
როგორც აღმოჩნდა, მეცნიერს მის შესახებ გამოცხადებულ ძებნაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, სანამ ამაზე ანდერსენმა არ უამბო.
ჰაფის თქმით, ის არასდროს განიცდიდა, რომ იდენტიფიცირებული და ცნობილი არ იყო, რადგან ის თავის საქმეს ინტერესის გამო აკეთებდა.
"არაა პრობლემა, როცა არ გაღიარებენ. როცა შინაგანად იცი, ვინ ხარ და რას აკეთებ, სხვა რამეებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებ", - ამბობს მეცნიერი და დასძენს, რომ მის მიმართ გამოხატული ყურადღება სასიამოვნო იყო: "მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ მსოფლიოს ჩემს შესახებ გასაგებად დრო სჭირდებოდა".
რაც შეეხება ანდერსენს, ის ამბობს, რომ უცნობი ქალის ძებნით, ინტერნეტის დახმარებითა და შემდეგ მასთან საუბრით იმდენად შთაგონებულია, რომ ამ ამბავზე, ან შეილას მიღწევებზე, წიგნის დაწერას გეგმავს.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა


კომენტარები