კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
პრემიერ კობახიძის თქმით, ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა არც მისი და არც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი დამსახურება არ არის, ეს, "პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობით გათავისუფლდა ბიზნესი". მისი განცხადებით, სწორედ ივანიშვილის ხელმძღვანელობით გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შექმნა საფუძველი, რომლის შედეგიც განსაკუთრებით 2021 წლიდან გამოიკვეთა.
"თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რას ვამბობ ხოლმე მე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ერთი, რომ არასდროს არ ვლაპარაკობ ჩემს მიღწევებზე ეკონომიკის კუთხით, იმიტომ რომ რაც გვაქვს მიღწევები ეკონომიკაში, ეს არის გუნდის მიღწევები — პირველ რიგში, ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი და სწორედ გუნდის მიღწევებია ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
როდესაც მე ვსაუბრობ ხოლმე ეკონომიკურ ზრდაზე და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები ამ მიმართულებით. სწორედ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%.
და ეს არის რის შედეგი: ჩვენ თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სწორ რელსებზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა, განისაზღვრა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა თავდაპირველად, 2020 წლის ჩათვლით, გამოვიარეთ ორი სერიოზული კრიზისი. ეს იყო კრიზისი, რომელიც განვითარდა 2014 წლის შემდეგ — 2015, 16, 17 წლები იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი რეგიონში, გლობალურად. ამან, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დაატყო ჩვენს ქვეყანასაც. და ასევე 2020 წელს იყო მძიმე კრიზისი კოვიდის დროს.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სწრაფი ზრდისთვის საფუძველი ჩაიყარა ჯერ კიდევ 2012 წლიდან, ამან ნაყოფი არსებითად გამოიღო 2021 წლიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რაც არის ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ამ მაჩვენებლით — ეს არის რეალური სურათი.
არ შეიძლება არც მე მივიწერო ჩემს თავზე ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და არც სხვამ მიიწეროს, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილმა, მანამდელი სამი წლის მაჩვენებლები. ეს იყო იმ ჩაყრილი საფუძვლის შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არის სახეზე, 2012 წლიდან ჩაიყარა საფუძველი და ამან ნაყოფი არსებითად გამოიღო 2021 წლიდან.
და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც წინა პრემიერის და არც ჩემი პერსონალური დამსახურება არ არის ეს ყველაფერი. ეს არის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობით გათავისუფლდა ბიზნესი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მერვე წერილში თავის სამწლიანი პრემიერობის მთავარ მიღწევად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს და წერს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 30 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო 2021 და 2022 წლები ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდა. მისი თქმით, მისმა მთავრობამ ასევე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2.8%-მდე, მთავრობის ვალი 60%-დან 38%-მდე და ლარის კურსი 2.6-2.7-ის ფარგლებში დაასტაბილურა. ღარიბაშვილი წერს, რომ "ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა".
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები