თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი კონტაქტების ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას ერდოღანმა და პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

საუბრისას ერდოღანმა "ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას".

აგრეთვე აღინიშნა, რომ თურქეთი "მზადაა, მუდმივად შეიტანოს წვლილი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევაში".