ჯულია რობერტსი

15 Nov. 2017, 18:05

ადამიანების დაცინვა სპორტის სახეობად იქცა და ვფიქრობ, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ადამიანებს აკრიტიკებენ და ჩაგრავენ ყველგან - ლანჩის დროს, ინტერნეტ სივრცეში, ყველგან სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ. მათ დასცინიან იმის გამო თუ რა აცვიათ, თმა როგორ აქვთ, როგორ გამოიყურებიან და ნაოჭებსაც კი უთვლიან სახეზე, მათ შორის მეც. ძალიან უცნაურია, როდესაც მაგალითად ჩემზე ამბობენ - ოჰ, შეხედეთ მას თვალთან ნაოჭები აქვს. ხალხო, გავიზარდე, 50 წლის ვარ, ნაოჭები აუცილებლად მექნება. საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანებმა სხვების გაკრიტიკება უნდა შეწყვიტონ, ბევრჯერ გამომიჭერია საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სარკაზმით ვპასუხობ ან ვაკრიტიკებ, მაგრამ ვხვდები რომ ეს მიდგომები აუცილებლად უნდა შევცვალო და საკუთარ თავს ვეუბნები - ჯულია, კარგი რაღაცების თქმა ხომ შეგიძლია? ხოდა იყავი უფრო კეთილი სხვების მიმართ. ეს სულ ერთი დღეც რომ შევძლოთ, იქნებ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი
  2. ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
  3. ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
  4. "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
  5. ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა…