ჯულია რობერტსი

7 Nov. 2017, 11:28

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პირადად არასდროს გავმხდარვარ. თუმცა ის ისტორიები რაც მოვისმინე და წავიკითხე ნამდვილად საშინელი და შემაძრწუნებელია. ახლა ყველა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი და დასკვნები გამოვიტანოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას გამოვცადე თუ არა ეს საკუთარ თავზე, მთავარია, რომ სხვებმა იგრძნეს ამ საშინელების გამანადგურებელი ძალა საკუთარ თავზე, მათ გამოსცადეს ის რაც ანგრევს და ანადგურებს ადამიანს და არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, გოგოებს და ბიჭებს, ასე შეგიძლია დავიცვათ ისინი. უნდა დაველაპარაკოთ და ავუხსნათ ჩვენს ბიჭებს, რომ გოგოებზე ძალადობა საშინელებაა და ამავდროულად უნდა ვასწავლოთ გოგოებს, თუ როგორ იყვნენ უფრო ძლიერები რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. არ მინდა ჩემი შვილები მოძალადეები ან მსხვერპლები იყვნენ, არც თქვენი შვილები არ მინდა. ამიტომ მოუჯექით თქვენს შვილებს, გამონახეთ დრო და აუხსენით, რომ ძალადობის გარეშე სამყარო ბევრად უკეთესი იქნება. ეს ჩვენი მოვალეობაა, მშობლების მოვალეობაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  2. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
  5. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს

კომუნიკაციების კომისია (ComCom) "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც…