"სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე
ფოტო: 1tv.ge
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნას ეხმაურება. მისი აზრით, ფასების ზრდის რეალური მიზეზი ფულის ბეჭდვაა, რასაც სამთავრობო "ფასების კომისია" შეგნებულად მალავს. გოცირიძე წერს, რომ კომისიამ ბიზნესი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად შემოთავაზებული სახელმწიფო სადისტრიბუციო ცენტრების იდეა მხოლოდ ვენესუელური დიქტატურის გადმონაშთია, რაც თავისუფალ ვაჭრობას დაანგრევს.
"ფასებს ზრდის ფულის ბეჭდვა. ამ იდეისათვის ნობელის პრემია მიიღო ხალხმა. თუ რატომ ხდება საჭირო ფულის ბეჭდვა, ამ მეორე იდეისათვის ნობელის პრემიები მიიღო სხვა ხალხმა.
ფასების კომისიამ ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი არც კი უხსენებია.
უსაქმურების მრავალთვიანი სხდომებიდან გავიგეთ ორი რამ:
— არაფერ შუაში ყოფილან სავაჭრო ქსელები (საწვავიც იგულისხმება), ტყუილად დავაბრალეთ ზედმეტი მოგების მიღება, სინამდვილეში "მიწოდების ჯაჭვში" დამატებითი ხარჯები წარმოიშობა და ეს ზრდის საქონლის თვითღირებულებასო (ფასსო);
— ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, მთავრობამ უნდა შექმნას რეგიონებში საქონლის მიწოდების სახელმწიფო სადისტრიბუციო ცენტრებიო.
ეს რეკომენდაცია პირდაპირ გადმოწერეს ვენესუელის ფასების კომისიიდან, რომელსაც დიქტატორი ჰუგო ჩავესი ხელმძღვანელობდა და რომელმაც მოშალა ქვეყანაში ვაჭრობა და ჰიპერინფლაცია წარმოშვა. ახლა ჰუგო ჩავესი საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში პირველ რიგში ზის კობზონის კონცერტზე, ხოლო მისი მემკვიდრე მადურო ამერიკის ციხეში.
ამ კომისიის სხდომების ორგანიზებისათვის რამდენი ელექტროენერგია, საწვავი და ხელფასები დაიხარჯა, რამდენი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს ამათი ნაბჟუტურების იმედ-რუსთავზე გაშუქება-ყველა თეთრი უკან უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში.
მთავარი შედეგი კი ის მივიღეთ, რომ თავდაპირველად თუ ხელისუფლების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადაკისრება ბიზნესზე უნდოდათ (ნაწილობრივ სამართლიანად), ახლა ეს ბიზნესიც გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან, ბოდიში მოუხადეს "ფასნამატში" რომ სდებდნენ ბრალს და სრული კარტბლანში მისცეს ხალხის საძარცვავად.
არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა," — წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითმა კომისიამ აპრილის ბოლოს მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარადგინა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, პროდუქციაზე ფასნამატი ბიზნესის გადაჭარბებული მოგებით არაა გამოწვეული, პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
"პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია — ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში.
ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა, რაც განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით.
პირველი, ეს არის ის, რომ არ არის სათანადო გამჭვირვალობა და კომერციული ურთიერთობები გაუგებარია. არის სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭვირვალე. ზოგ შემთხვევაში რიგი გადასახედები არის ისეთი, რომელიც კომერციულ ურთიერთობებს არ ექვემდებარება.
მეორე პრობლემა გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებაა. აქ თავს იჩენს პრობლემა, რომ ჯაჭვში დამატებით ხარჯებს და დამატებით ზეწოლას ქმნის. სუბიექტი, რაც უფრო ქვემოთ არის, ეს ზეწოლა უფრო ძლიერდება. ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ქმნის ქვედა რიგის მონაწილე კომპანიებისთვის. ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადახდების სტანდარტიზაცია, რათა ჯაჭვში თითოეულმა მონაწილემ ზუსტად იცოდეს როგორ არის გადახდების პროცესი. ამის დარეგულირება და ჩარჩოში მოქცევა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
გამჭვირვალეობის ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნაშთების მართვა. ამ ნაწილში გამოიკვეთა ის, რომ ნაშთების ბრუნვის შესაძლებლობა არ არის სწორი და მცირე და საშუალო მწარმოებლებს თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე წვდომა არა აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, რომ ბრუნვის პროცესი სწორად დაგეგმონ. ამიტომ აუცილებელია სექტორის გაციფრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საოპერაციო მოდელი იქნება გამჭვირვალე, გასაგები და თითოეულ რგოლს ექნება წვდომა თავიანთი პროდუქტების მოძრაობაზე. ეს არის უაღრესად დიდი პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯს ქმნის," — განაცხადა ბერეკაშვილმა.
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
კომენტარები