კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
TrialWatch და Covington & Burling LLP ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ "ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვამ და მისმა მსჯავრდებამ დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას".
TrialWatch აკვირდებოდა ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მას 2025 წლის იანვარში პოლიციელთან მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი.
"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლის სამართლის პროცესმა გამოავლინა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად დააზიანა მისი დაკავებისა და სასამართლო განხილვის სამართლიანობა, ასევე მისი მსჯავრდება იმ დანაშაულისთვის, რომელშიც იგი ბრალდებული არ ყოფილა," — განაცხადა სერ ნიკოლას ბრაცამ, ბრიტანელმა იურისტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა და TrialWatch-ის ექსპერტმა, რომელმაც პროცესს D შეფასება მიანიჭა.
ანგარიში დეტალურად აღწერს სასამართლო პროცესის სერიოზულ ხარვეზებს, მათ შორის — სასამართლოს უარს მნიშვნელოვანი დაცვის მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამაღლობელი სასამართლო პროცესებს შემინული განსასჯელის სკამიდან ესწრებოდა, რაც ზღუდავდა მის კომუნიკაციას ადვოკატებთან და ამით ეზღუდებოდა შესაძლებლობა საკუთარი დაცვის პროცესში სრულფასოვნად მიეღო მონაწილეობა.
ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა იმ დანაშაულის ახალ ელემენტებთან მიმართებით, რომლისთვისაც საბოლოოდ გაასამართლეს. ამასთან, განაჩენი არ შეიცავდა მსჯავრდებისა და თავისუფლების აღკვეთის დასაბუთებულ მიზეზებს, რაც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნას წარმოადგენს.
ეს ხარვეზები — რომლებიც არ გამოსწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას — მიუთითებს სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებაზე, კერძოდ, განზრახვაზე, მაგალითი გაეკეთებინათ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის, რათა დაეშინებინათ სხვა კრიტიკული ხმები. ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება უკვე დარღვეული იყო მაღალი რანგის ქართველი ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრის, მხრიდან გაკეთებული მიკერძოებული საჯარო განცხადებებით.
TrialWatch მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს ამაღლობელის განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების ფუნქციონირება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ გარემოში.
TrialWatch უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, რათა უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და სიტყვის თავისუფლების დაცვა.
ცნობისთვის, ცოლ-ქმრის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასოდ იცავს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა.
მზია ამაღლობელი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა — "იფიცება საქართველო". ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის — ირაკლი დგებუაძისთვის — სილის გაწვნისთვის.
ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები