მუსიკოსები თეთრი სახლის წინააღმდეგ — საბრინა კარპენტერის პასუხი დონალდ ტრამპს
ფოტო: Heute
2 დეკემბერს ახალგაზრდა პოპვარსკვლავი საბრინა კარპენტერი თეთრ სახლს საჯაროდ დაუპირისპირდა, რადგან მათ საბრინას სიმღერა საიმიგრაციო ვიდეოს გასაფორმებლად გამოიყენეს.
ვიდეოში ჩანს, როგორ აპროტესტებს მოსახლეობა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას, შემდეგ კი ნაჩვენებია ფედერალური ორგანოების მიერ ადამიანების ძალადობრივი დაკავების კადრები. არ ვიცით, ეს დაკავებული ადამიანები არალეგალური იმიგრანტები არიან თუ არა — ვიდეოში მხოლოდ ის ჩანს, რომ ისინი ფერადკანიანები არიან.
"ეს ოდესმე გიცდიათ?" — საბრინას სიმღერის ტექსტი, რომელიც ვიდეოს სათაურშია გამოყენებული.
საბრინა პოსტს მეორე დღესვე გამოეხმაურა:
"ეს ვიდეო ბოროტული და ამაზრზენია. არასდროს გამომიყენოთ მე ან ჩემი მუსიკა თქვენი არაადამიანური პროპაგანდისთვის."
თუმცა თეთრმა სახლმა საბრინას მოთხოვნა არ გაითვალისწინა — მათ მომღერლის წინააღმდეგობას ისევ მისივე სიმღერებით უპასუხეს:
"ეს არის მოკლე და ტკბილი(საბრინას ალბომის სახელი) გზავნილი საბრინა კარპენტერისთვის: ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით ქვეყნიდან საშიში კრიმინალების, მკვლელების, მოძალადეებისა და პედოფილების დეპორტაციის გამო. ყველა, ვინც ამ ავადმყოფ მონსტრებს დაიცავს, ნამდვილად სულელია, ან, შეიძლება ითქვას, რომ ნელა აზროვნებს."(or is it slow?) — საბრინას სიმღერის ტექსტი
საბრინა პირველი არ არის, რომელმაც თავისი სიმღერის უადგილოდ გამოყენება გააპროტესტა. ნოემბერში მომღერალმა და მსახიობმა ოლივია როდრიგომ იგივე გააკეთა, როცა მისი სიმღერა აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტმა ანტი-იმიგრაციულ ვიდეოში გამოიყენა (ვიდეოდან სიმღერა უკვე წაშლილია):
აღარასდროს გამოიყენოთ ჩემი სიმღერები თქვენი რასისტული, სიძულვილით სავსე პროპაგანდის გასავრცელებლად
ოლივია როდრიგო
ფოტო: oliviarodrigo
საბრინასა და ოლივიას გარდა, თავიანთი მუსიკის გამოყენება გააპროტესტა MGMT-მ და Metallica-მ და სხვა მრავალმა არტისტმა.
ამ ყველაფრის ფონზე, იმ ერთი მუსიკოსის სიჩუმე, რომლის პასუხსაც ყველა ელოდება, ყველაზე ხმამაღლა ისმის. ტეილორ სვიფტი, მიუხედავად იმისა, რამდენ ადამიანს უყვარს და რამდენსაც — არა, დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი არტისტია. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი შინაარსის ვიდეოებში ტეილორის არა ერთი, არამედ უკვე რამდენიმე სიმღერა გამოიყენა, თუმცა სვიფტის პასუხი ამ ყველაფერზე არ ისმის.
ფოტო: Getty Images
ტეილორმა წარსულში არაერთხელ გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აღარასდროს დარჩებოდა ჩუმად. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია ამ პირობას არც ისე პირნათლად ასრულებს, რაც ფანების იმედგაცრუებას იწვევს. მისი მხარდამჭერები, ისევე, როგორც მისი კრიტიკოსები, სვამენ კითხვას: მართლა ადარდებდა ტეილორს პოლიტიკა, თუ მხოლოდ თავისი მუსიკის პოპულარიზაციისთვის იყენებდა?
აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურმა (ICE) აგვისტოში "სამშობლოს დამცველების" პოზიციებზე ახალგაზრდა თაობის მისაზიდად ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები