შალვა ნათელაშვილი

26 Jul. 2025, 13:23

"საერთაშორისო არენაზე აინტერესებთ ჩვენი პოზიცია. ეგრეთწოდებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაგვიფიქსირებია ხედვა აი ამ მოვლენაზე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია — ეს გახლავთ პარტია, რომელმაც ყველაზე პირველმა და ყველაზე მთავარი დარტყმები მიიღო რეპრესიული რეჟიმისგან, მაგრამ ეს გახლავთ პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერორისტული რეჟიმი მიიყვანა საერთაშორისო სანქცირებამდე და ჩამოშლამდე. ამ ფონზე, ეგრეთწოდებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს დანაშაულს და პირდაპირი გაგებით ეროვნულ ღალატს, რომელსაც ისტორია არავის აპატიებს. მსოფლიო პოლიტიკა არ იძლევა პრეცედენტს, რომ ტერორისტული, კრიმინალური, დიქტატორული რეჟიმი სადმე შეცვლილიყოს ადგილობრივი არჩევნების გზით. ჩვენს კოლეგებს, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ბიზნესიდან არიან ისინიც მოსულები და იციან: ანგარიში, ბალანსი, აუდიტი.

მე მოვუწოდებ მათ — მაინც არ მემეტებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში წასასვლელად — უარი თქვით ძირშივე არასწორ გადაწყვეტილებაზე და დადექით იმ ხალხის გვერდით, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა თავისუფლებისათვის ბრძოლის ხარისხითა და ტემპებით. იმ ღირსეული ახალგაზრდების გვერდით დადექით, რომელთა ნაწილიც დილეგებში და ციხეებშია თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლის გამო."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე რუსეთის მიერ ქართული წარმოების სასმელების ნაწილის…