როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
ფოტო: CBS
ოქტომბერიც დადგა და თუ ფეხქვეშ უკვე პირველმა ფოთოლმა გაგიხრაშუნა, დროა, შინ მყუდროდ მოკალათდე და ზებუნებრივ არსებებზე სერიალს ჩაუჯდე.
სამარადისოდ შენი ვარ ("Eternally Yours") — ასე ჰქვია ახალ ამერიკულ სიტკომს, რომელიც ვამპირი წყვილის შესახებ გვიყვება. ჩარლზი და ლიზი უკვე 500 წელია, ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ ქორწინება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ახლა კრიზისშია. მე-16 საუკუნეში, როცა ჩარლზმა სასხვათაშორისოდ ჩაახველა, თავდავიწყებით შეყვარებულმა ლიზმა აღუთქვა, მინდა, სამყაროს აღსასრულამდე შენი ხველა მაღვიძებდესო. ასე აგიხდეთ ყველაფერი... უკვე ხუთი საუკუნეა, ლიზს ჩარლზის პერიოდული და გაუთავებელი ჩახველებების მოსმენა უწევს.
ხუთსაუკუნოვანი წყვილი კლანის სხვა ვამპირებთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ისედაც კრიზისში შესულ ურთიერთობას კი ზემოდან მოკვდავი სასიძო ემატება — შვილს სახლში ადამიანი შეყვარებული მოჰყავს... სერიალში მოქმედება თანამედროვე სიეტლში ვითარდება, მაგრამ ვამპირების უკეთ გასაცნობად რეტროსპექტივაშიც ვიხილავთ საუკუნეების წინანდელ ამბებს.
Eternally Yours-ის შემქმნელები ჯო პორტი და ჯო ვაისმენი არიან, რომლებსაც ასევე უმუშავიათ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიტკომზე მოჩვენებები ("Ghosts").
"ხომ ყველამ ვიცით ბინდში ის სცენები, ბელა რომ თავგამოდებით ითხოვს ვამპირად გადაქცევას", — ჰყვება ვაისმენი, რომელიც თურმე ჩარლზის მსგავსი სასხვათაშორისო ჩახველებებით თამაშობს პორტის ნერვებზე, — "ვიფიქრეთ, ბევრი ვერ იაზრებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მუდამ ერთად ყოფნას და საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრებას. ეს მართლა შემაწუხებელი შეიძლება გახდეს".
Eternally Yours-ის პრემიერა 8 ოქტომბერს შედგა და ახალ სერიებს მაყურებელი ხუთშაბათობით იხილავს ხოლმე.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე პენსიონერების პენსია მივუახლოოთ 70 წელს გადაცილებულთა პენსიას ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე პენსიონერების პენსია მივუახლოოთ 70 წელს გადაცილებულთა პენსიას
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები