ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" იმართება. ფესტივალი 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი დამფუძნებელი და ორგანიზატორი ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაა. ფესტივალის დაარსების იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღდგენილი ანიმაციის სტუდიისა და ხელოვნების სკოლის საქმიანობის ფარგლებში გაჩნდა.
წლევანდელი ფესტივალი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება. მისი თემაა "მემკვიდრეობიდან მომავლისკენ", ხოლო მთავარ გზავნილად გიზო ნიშნიანიძის ლექსის სტრიქონი — "რაც გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს" — არის შერჩეული. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფესტივალი ქრისტიანული მემკვიდრეობის, კულტურისა და იმ ღირებულებების გააზრებას ემსახურება, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ნიქოზის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ისაა, რომ იგი საკონკურსო ფორმატით არ იმართება და გამარჯვებულებს არ ავლენს. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური ანიმაციური ფილმების წარმოჩენა, ანიმაციის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობა, ხელოვანთა შორის გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების დაინტერესება ანიმაციის ხელოვნებით. კინოჩვენებებს თან ახლავს მასტერკლასები, შეხვედრები, გამოფენები, კონცერტები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ფესტივალის პროგრამა:
ექვსდღიანი პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის ანიმაციურ ფილმებს აერთიანებს. 12 ოქტომბერს მაყურებელს გერმანიის ბაბელსბერგის კონრად ვოლფის სახელობის კინოუნივერსიტეტის სტუდენტური ნამუშევრები, დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საბავშვო ფილმები და პოლონური ანიმაციის პროგრამა წარედგინება. დღის ბოლოს ქართული ხალხური სიმღერის საღამო გაიმართება, რომელშიც ანსამბლი "დიდგორი" მიიღებს მონაწილეობას.
13 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიის სტუდენტური ფილმები, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ნამუშევრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ფრანგული პროგრამა. საღამოს გაიმართება ქართული საგალობლებისა და სიმღერის კონცერტი მალხაზ ერქვანიძისა და მგალობელთა გუნდის მონაწილეობით.
14 ოქტომბერი საბავშვო პროგრამას დაეთმობა. დაგეგმილია დრეზდენისა და ანესის ფესტივალების საბავშვო ფილმების ჩვენება, ასევე თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა — "თოჯინების ისტორია".
15 ოქტომბერს მაყურებელი კიოლნის მედიახელოვნების აკადემიის სტუდენტურ ფილმებს, დრეზდენის ფესტივალის საუკეთესო ნამუშევრების შერჩევას და ანესის ფესტივალის საბავშვო პროგრამას ნახავს. დღის მეორე ნახევარში წარმოდგენილი იქნება უკრაინული თანამედროვე ანიმაციისა და მედია ხელოვნების ფესტივალის „ლინოლეუმის“ პროგრამა, საღამოს კი გაიმართება თამარ ჟვანიას საფორტეპიანო კონცერტი.
ფესტივალის დასკვნით დღეს, 16 ოქტომბერს, ნაჩვენები იქნება ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტური ფილმები, ასევე ქართული ანიმაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ წარადგენს. ფესტივალი დაიხურება საგუნდო მუსიკის კონცერტით, რომელშიც გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვთა გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის პროგრამა სრულად ნახეთ აქ.
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
კომენტარები