ნარუტოს ფანებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს — მასაში კიშიმოტო ნარუტოს ახალ მანგას გამოუშვებს, სახელად — Shadow Rising. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — გულშემატკივრები ნარუტოს ახალ ანიმაციურ სერიალსაც იხილავენ.

ახალი სერიალი პოპულარული მანგას, NINKŪ-ს ამბავს ეხება და მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს როგორც კიშიმოტო, ასევე NINKŪ-ს შემქმნელი, კოჯი კირიამა.

აღწერაში ვკითხულობთ: "გუნდი 7-ის წევრებს — ნარუტოს, სასუკესა და საკურას კაკაში ახალ მისიას დააკისრებს. რადგან კაკაშის ამ მისიაში მონაწილეობა არ შეუძლია, ლიდერობას ნარუტო იკისრებს. ნარუტო მოტივირებულია, რომ მისიამ წარმატებით ჩაიაროს. თუმცა, გუნდი 7-ის წევრები გზად სხვა სამყაროში დაიკარგებიან. გაოგნებული სამეულის წინაშე კი აღმოჩნდება ფუსუკე, ბიჭი ბაყაყის მაგვარი სახით. რა ელის სამეულს ამ უცნაურ ახალ სამყაროში?"

ნახეთ ახალი სერიალის თიზერი:

სერიალისა და მანგას შესახებ სიახლე ნიუ-იორკის Comic Con-ზე გავრცელდა. პანელისას რეჟისორმა დესტინ კრეტონმა ნარუტოს მომავალი "ლაივ ექშენ" ფილმის შესახებაც ისაუბრა: "როცა გუნდი 7-ის წევრების ძიება დავიწყეთ, აღვნიშნავდი, თუ რამდენად დიდი პატივია კიშიმოტოს სამყაროსა და პერსონაჟების გაცოცხლება. ეს პერსონაჟები ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. კიშიმოტოს შექმნილ სამყაროს, ურთიერთობებსა და თავგადასავლებს ფრთხილად და ყურადღებით ვუდგებით. გვინდა, კარგად გადმოვცეთ, რატომაა ნარუტო ასეთი განსაკუთრებული".

ნახეთ ახალი მანგის თიზერი: