ISFED: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს "სამართლიანი არჩევნების" დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას
ფოტო: On.ge
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს მათი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას.
როგორც ISFED-ის განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის გამგეობამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი 2025 წლის 23 აპრილს აირჩია და აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 30 აპრილს მიმართა, თუმცა "სააგენტოს ეს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია, რითაც უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას".
სამოქალაქო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ხელოვნური და უკანონო გაჭიანურება ხელს უშლის "სამართლიანი არჩევნების" სრულყოფილ ფუნქციონირებას.
"სამართლიანი არჩევნების" 30 აპრილის მიმართვის შემდეგ, 1 მაისს სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და ორგანიზაციას ხარვეზი დაუდგინა, რომელიც მეორე დღესვე, 2 მაისს, სრულად იქნა აღმოფხვრილი. სააგენტო ვალდებული იყო, ხარვეზის აღმოფხვრიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად ამისა, ამ უწყებას 14 მაისამდე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო 14 მაისს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, მან კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და ახალი ხარვეზი დაადგინა, რომელიც, ასევე მეორე დღეს - 15 მაისს სრულად იქნა გამოსწორებული.
მიუხედავად ყველა ხარვეზის დროულად და სრულყოფილად აღმოფხვრისა, სააგენტო დღემდე კანონმდებლობის უხეში დარღვევით არ ასრულებს სარეგისტრაციო წარმოებას და არ ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების უკანონოდ გაჭიანურება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონითა და "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და ნორმების უხეშ დარღვევას.
სააგენტოს მხრიდან "სამართლიანი არჩევნების" სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ხელოვნური და უკანონო გაჭიანურება ხელს უშლის ორგანიზაციის სრულყოფილ ფუნქციონირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნება ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ხერხით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა, "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ სააგენტოს აღნიშნული ქმედება სცდება სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს იღებს" — ნათქვამია განცხადებაში.
-
პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები