მინის კუბი, როგორც სარეკლამო კონსტრუქცია — ვოლვო ქარ საქართველოს განსხვავებული მიდგომა კომუნიკაციაში
ფოტო: თეგეტა მოტორსი
შვედური ბრენდის, ვოლვოს მთავარი კონცეფცია რომ სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი და გამჭვირვალეობაა, ეს სიახლე არავისთვისაა. იგივე მიმართულება აქვს კომპანიას სტრატეგიულ კომუნიკაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შუშის გამჭვირვალე კონსტრუქცია, რომელშიც ვოლვოს სხვადასხვა მოდელია განთავსებული, ევროპის დიდ ქალაქებში არსებობდა და ბრენდის კონცეფციის იდენტურია, ცოტა ხნის წინ კი ასეთი სარეკლამო კუბი თბილისშიც გამოჩნდა.
ვოლვო ქარ კავკასიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ იდეა სათავო ოფისიდან მიაწოდეს, სხვა ყველაფერი საქართველოში შეიქმნა. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტი ზუსტად შეესაბამება „ვოლვოს“ საერთო სტანდარტსა და კონცეფციას — სარეკლამო კუბი მაქსიმალურად მინიმალისტურია, შავი ფერის კარკასითა და შუშის კედლებით.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"კონსტრუქცია ახლა ღვინის ქარხანაშია და მასში XC90 Plug-in Hybrid-ია განთავსებული. პირველი ღონისძიება უკვე გვქონდა, სადაც მინის კუბი წარმოდგენილი იყო, როგორც საკომუნიკაციო, სარეკლამო საშუალება. ვისაუბრეთ ბრენდის ელექტრო და მდგრადი განვითარების მიზნებზე. მოვაწყვეთ ჰიბრიდებისა და ელექტროავტომობილების ტესტდრაივი".
რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ კონსტრუქცია მობილურ სარეკლამო შესაძლებლობებს ზრდის. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვისას აქტიურად გამოიყენებენ. მის გარშემო დაგეგმავენ ღონისძიებებს, წარადგენენ კონკრეტულ მოდელებს და ისაუბრებენ ბრენდის ღირებულებებზე.
"ძალიან საინტერესო ინსტალაცია გვექნება Tbilisi Open Air-ზე. აქაც, ბუნებრივია, ცენტრალური ფიგურა ეს კონტეინერი იქნება. დეტალებს უკვე ადგილზე შეიტყობს საზოგადოება".
როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს მინის კუბი მათ საშუალებას მისცემს, მომხმარებელს ნებისმიერი სიახლე მარტივად და გამჭვირვალედ მიაწოდონ.
"ეს არის რეკლამის გამორჩეული საშუალება, განსხვავებული გზა, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებს წარვუდგინოთ. ამავე დროს გვინდა, კომუნიკაცია მაქსიმალურად ინტერაქციული იყოს — მაგალითად, ფოტო გადაიღონ, QR კოდის დასკანერებით კი ვოლვოს კონკრეტულ მოდელზე მეტი ინფორმაცია მიიღონ", — ამბობს რუსუდან გრძელიძე.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ვოლვო ქარ საქართველოსთვის ეს კონსტრუქცია Material Editors-მა დაამზადა. სტუდია 2019 წელს მარიამ გვაზავამ და ანა გრიგოლიამ შექმნეს. თავდაპირველად, მცირე ზომის პროექტებზე მუშაობდნენ, ძირითადად ინტერიერის მიმართულებით. შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდა მათი სერვისებიც და მასშტაბიც.
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ სტუდიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი საინტერესო და რთული პროექტი შეასრულონ, უყვართ გამოწვევები და კომპლექსური კონსტრუქციული გადაწყვეტები. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ვოლვოს პროექტიც.
მსგავსი ტიპის კონსტრუქციაზე უკვე ნამუშევარი ჰქონდათ. გარკვეული გამოცდილების მიუხედავად, მათთვის გამოწვევა აღმოჩნდა, კუბის ისე დაგეგმარებაა, მძიმე რომ არ ყოფილიყო. ასევე ექსპლუატაციისთვის ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს, ან დეფორმაცია არ განიცადოს.
ვოლვო ქარ საქართველოსგან მიღებული მთავარი დავალება მინიმალისტური პროდუქტის შექმნა იყო. ბრიფის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა წარმოჩენილიყო შვედური საავტომობილო ბრენდის ღირებულებები და ბრენდინგი.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"რეფერენსად შვედეთის კუბის ფოტო გვქონდა, ყველანაირი ნახაზისა და ტექნიკური მონაცემების გარეშე. პროექტში მთავარი ყურადღება ვოლვოს ბრენდმა და მანქანამ უნდა მიიქციოს. აუცილებელია, იგრძნობოდეს მათი მაღალი ხარისხი და კომფორტი. ამასთანავე, მომხმარებლისთვის პროდუქტი 360 გრადუსით გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო დასათვალიერებლად".
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ ამ, ერთი შეხედვით, მცირე მოცულობის არქიტექტურულ ობიექტზე მუშაობა არც ისე მარტივი იყო. კუბის უმეტესი ნაწილი შუშაა, შესაბამისად, თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი ღიაა. ამიტომ მისი შემქმნელებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი შედეგის მიღება იყო, ისე რომ არქიტექტურული ესთეტიკა შენარჩუნებულიყო.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"მაქსიმალურად ვეცადეთ კონსტრუქციული ბმების დაფარვა, გამოვიყენეთ უმაღლესი ხარისხის მასალები და ბევრი ცდა ჩავატარეთ სწორი და თანაბარი განათების მისაღებად. ვფიქრობთ, საბოლოოდ გუნდის ყველა წევრის ერთობლივი მუშაობითა და პროფესიონალიზმით ის შედეგი მივიღეთ, რაც თავდაპირველად გვქონდა დასახული".
მატერიალ ედიტორსიდან ამ პროექტზე არქიტექტორებმა მარიამ გვაზავამ, ანა გრიგოლიამ და ელენე ბეჟანიშვილმა იმუშავეს. მისი შემსრულებლები და ტექნიკური კონსულტანტები პარტნიორი კომპანია Wall Construction-ის წარმომადგენლები გიორგი ბეროშვილი და ბექა შანიძე იყვნენ.
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ სწორედ მათი დახმარებითა და პარტნიორობით მიიღებოდა ყველა გადაწყვეტილება და ტარდებოდა ცდები, ხდებოდა ტრანსპორტირება, რთულ რელიეფზე 5-ტონიანი კონსტრუქციის მოწყობა და ზედამხედველობა.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
კომენტარები