მაიკლ მაკკოლი

16 Jun. 2022, 11:22

ვფიქრობ [საქართველოში] დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავეს. თუმცა, თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ დემოკრატია დავაწინაუროთ [გლობალურად], უნდა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია ამ რეგიონში. და მივესალემი ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო NATO-ში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემდეგი ორი ქვეყანა რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ეს იქნება [პუტინის] ექსპანსიური გეგმების შემდეგი ნაწილი.

[...] თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის NATO-ში გაწევრიანების უფლება. იქ ივყნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. [საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…