ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილიც "რადიკალური ოპოზიციასთან" დააკავშირა — დეტალები კობახიძის ბრიფინგიდან
ფოტო: ქართული ოცნება
პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგის მეორე დღეს ქართულმა ოცნებამ საპასუხო გამართა. ირაკლი კობახიძემ 12-წუთიანი განცხადება და კითხვების დრო კრიტიკას მიუძღვნა — თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდნენ, თუმცა, პატივს სცემენ კონსტიტუციურ სტატუსს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ქმედებების კრიტიკა დაიწყო, ქართული ოცნება ვალში არ დარჩა. საგულისხმოა ისიც, რომ ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, "რადიკალურ ოპოზიციასთან" კავშირი ბრალდება.
- გაჩნდა ინტერესი, იმავე პასუხს მიიღებდა თუ არა მათივე მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ასეც მოხდა.
როგორ დააკავშირა ზურაბიშვილი ოპოზიციასთან: კობახიძემ პრეზიდენტის განცხადებების ნაწილს "ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება", ნაწილს კი "ადეკვატურობას მოკლებული" უწოდა. კიდევ რამდენიმე ციტატა:
- "გამოიყენა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი".
- "გაიმეორა იგივე, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან".
- "ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ინტერესი და რატომ იზიარებს ამ ინტერესს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის გაუგებარია".
- "რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ".
რა თქვა 16 ივნისზე: კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის შეკრებას არ შეუერთდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ მოუმზადებელი აქციაზე იქნება ხარვეზები და დააკნინებს ევროინტეგრაციის მიმართ ხალხის მხარდაჭერის მასშტაბებს.
- "ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ".
ანტიევროპულ რიტორიკაზე: კობახიძეს უკვირს, რატომ უწოდებს მმართველი გუნდის განცხადებებს პრეზიდენტი ანტიევროპულს, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია თავადაც გააკრიტიკა.
- "ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო".
კანდიდატის სტატუსზე: კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული სტატუსის მიღების წინააღმდეგ. მანვე თქვა, რომ პრეზიდენტის "ე.წ. შეფასება ტყუილია".
- "როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს".
ივანიშვილზე: კობახიძემ ზურაბიშვილს მხოლოდ ივანიშვილზე გაკეთებული განცხადება "შეუქო" და ჩათვალა, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია.
- "არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა".
მეორე ფრონტზე: კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ ზურაბიშვილს რეალური ძალაუფლება არ აქვს და აღნიშნა, რომ მას არავინ ეტყოდა იმაზე, სურს თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
- "რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს, საბედნიეროდ".
დემოკრატიულ უკუსვლაზე: კობახიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად".
- მან პუნქტებად განიხილა ზურაბიშვილის მაგალითები სასამართლოზე, გვარამიას საქმესა და 5 ივლისზე და თქვა, რომ დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას.
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები