"დაინახე ყველა ფერი" სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირების შედეგებს აჯამებს
ფოტო: UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებული კამპანიის ფარგლებში 600-მდე სკოლის მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს ინკლუზიური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარდა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელების 280 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. კაპანია მიმართული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებისკენ. მისი მიზანია, ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი საჭიროებისა, შეუფერხებლად და თანასწორად მიუწვდებოდეს ხელი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. პროექტის მხარდამჭერს ნორვეგიის მთავრობა წარმოადგენს.
კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დღეს, 14 ივნისს გაიმართა. ღონისძიებაზე კამპანიის მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, მარკო სოლდიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი შეხვდნენ.
ფოტო: UNICEF
კამპანია 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის გაზრდა იყო. შეხვედრები საქართველოს ექვს რეგიონში მიმდინარეობდა. რეგიონების სკოლების მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნენ დიფერენცირებული სწავლის მიდგომებს, რაც დასწავლის სხვადასხვა უნარის მქონე მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, თანაბრად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და საკუთარი თავი გამოავლინონ.
ტრენინგების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსიები და იდეების გენერირების სესიები სასკოლო სივრცეებში, რაც მიზნად უკეთესი ინკლუზიური გარემოს შექმნას ისახავდა. შეხვედრების შედეგად, მონაწილეებმა გაიაზრეს ინკლუზიური განათლების პრინციპები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ბავშვების ფიზიკურ დასწრებადობას, არამედ მათ აქტიურ და გაცნობიერებულ ჩართულობასაც. მონაწილეების თითოეულმა სოციალურმა ჯგუფმა დაინახა საკუთარი როლი ინკლუზიური გარემოს შექმნაში და კონკრეტული ხედვები გაუჩნდა.
ფოტო: UNICEF
გარდა პირისპირ შეხვედრებისა, საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში 50-ზე მეტი საინფორმაციო მასალა განთავსდა, მათ შორის, საგანმანათლებლო-სახალისო რესურსები ინკლუზიური განათლების თემაზე. მასალების გავრცელების მიზანი იყო, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ეჩვენებინა პოზიტიური ქცევის მაგალითები, ასევე დახმარებოდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მიმართ სწორი ენისა და ეტიკეტის შემუშავებაში.
კამპანიას შემოუერთდა საქართველოში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომელთაც ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილად აქციეს. პროექტის ფარგლებში ინკლუზიის თემაზე ცნობიერების ამაღლების აქტივობები სხვადასხვა კერძო კომპანიამ განახორციელა და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობას განათლებისა და განვითარების საქმეში.
ფოტო: UNICEF
კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი ინკლუზიის თემაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შემოწმება იყო. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიგნება ისაა, რომ გამოკითხულთა 90% თვლის, რომ ინკლუზიური განათლების ყველაზე დიდი გამოწვევა პედაგოგების კვალიფიკაციის დონეა. კვლევის სრული ვერსია ივნისში გამოქვეყნდება.
კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდმა, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის "არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე" ფარგლებში ჩაატარა. პროექტი საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები