უკრაინელი ლტოლვილები პრორუსი ტროლების და დეზინფორმაციის სამიზნე გახდნენ
ფოტო: Angelos Tzortzinis/AFP
უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში მოქმედი დეზინფორმაციული წყაროების სამიზნე არიან. პრორუსები ცდილობენ ისინი არეულების გამომწვევებად წარმოაჩინონ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლტოლვილების და მიგრანტების საკითხი სენსიტიური თემაა, რომელსაც ხშირად იყენებენ უარყოფით კონტექსტში, საზოგადოების შიშებზე ზემოქმედებისთვის.
- კრემლის აქტორები ცდილობენ, ლტოლვილებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გააღვივონ და საზოგადოების მიმღებლობა შეამცირონ.
- მსგავსი დეზინფორმაცია ეხმარება რუსეთს, რომ უკრაინა არა მსხვერპლად, არამედ დამნაშავეების ქვეყანად წარმოაჩინოს.
დეტალები: Grass-ის ანგარიშის მიხედვით, ვრელდება დეზინფორმაცია თითქოს, სომხეთში ლტოლვილები ნაცისტურ სიმბოლიკას იყენებენ, ამიტომ ადგილობრივებმა ტრადიციების პატივისცემა მოითხოვეს.
- პრორუსები ამტკიცებენ იმასაც, თითქოს პრაღაში უკრაინელებს ბაზარზე შესვლაზე უარს ეუბნებიან, რადგან ხშირად ქურდობენ.
- პრორუსული სეზონი TV-ის წამყვანმა, რომელიც ობიექტივსა და ალტინფოშიც მუშაობდა, იმის მტკიცება დაიწყო, რომ უკრაინელი ლტოლვილები პროვოკატორები და რევოლუციის მოსურნეები არიან.
სინამდვილეში, ფეისბუქანგარიშმა სულიერი სამყარო, რომელიც არაიდენტიფიცირებული პროფილია, გაავრცელა რუსეთის და სომხეთის დროშის ფონზე მდგომი, პრორუსი პირის ვიდეო. სწორედ ის ამტკიცებდა, რომ უკრაინელი ლტოლვილები სომხებს პატივს არ სცემენ.
- ხოლო პრაღაში თითქოსდა მაღაზიებზე მიკრული განცხადება უკრაინელების არდაშვებაზე, ყალბი აღმოჩნდა. ადგილობრივ მედიას მფლობელებმა განუცხადეს, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ.
- რაც შეეხება სეზონი TV-ს, ის პროვოკაციად უკრაინელების აქციაზე ანტიპუტინისტურ განცხადებებს აფასებს. ხოლო ენმ-სთან კავშირებით ვინმეს გაშავების მცდელობა და მათთვის ომში ჩათრევის დაბრალება პროპაგანდისტული ნარატივების ქვაკუთხედია.
სხვა დეზინფორმაციული გზავნილები: ჩვენს მკითხველს უკვე ვუამბეთ, რომ ომის დაწყების დღიდანვე რუსეთი და მისი აქტორები სხვადასხვა ქვეყანაში დეზინფორმაციულ ომში ჩაერთვნენ, ამიტომ უკრაინა 2 ფრონტზე იბრძვის.
- მაგალითად, პრორუსები და პროსახელისუფლებო ქართული გვერდები მხარდამხარ აშავებენ უკრაინის პრეზიდენტს;
- გარდა ამისა, აკრიტიკებენ აზოვის ბატალიონს და უკრაინელებს ნაცისტობას აბრალებენ;
- მათივე მტკიცებით, დასავლური სანქციები არ მუშაობს და რუსეთი უკრაინაში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას აღწევს, რაც არაფრით დასტურდება.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები