პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში თეგეტა წარმოადგენს — თბილისში პირველი ცენტრი გაიხსნა
ქართულ ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა, რაც ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს. პირველი ცენტრი თბილისში 10 ივნისს, აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა.
კომპანია მომხმარებელს რენოს მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს შესთავაზებს და გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას გაუწევს. ცენტრში, რომელიც 580 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში, ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, რენოს სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით განახორციელებენ.
რენოს პირველი ცენტრი თბილისში კომპანიის დირექტორმა და თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა.
"მოხარული ვარ თეგეტასთან თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, რაც არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთს. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო ხარისხის ტექნიკის მომხმარებლებისთვის. თქვენს რეგიონში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი პროექტი ხორციელდება. თეგეტა ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია და მათთან ერთად, რეგიონის განვითარების პროცესში, ჩვენი პროდუქტითა და სერვისით სიამოვნებით ჩავერთვებით", — თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი, სებასტიან დელეპინი.
უმსხვილესი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში Renault Trucks-ის ფრანგული წარმოების ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს. ამასთანავე, ქართული კომპანია კომერციული ტრანსპორტისთვის ორიგინალ ნაწილებს მომხმარებელს ორივე ქვეყანაში შესთავაზებს.
"მიხარია, რომ პარტნიორებს საქართველოში რენოს ცენტრის გახსნაზე ვუმასპინძლეთ, რომელიც მომხმარებელს Renault Trucks-ის წარმოებულ პრემიუმ კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებს. ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ეს გულისხმობს როგორც გზების და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ შესაძლებელი იქნება Renault trucks-ის მიერ წარმოებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომსახურება საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, ეფექტურად გააკონტროლონ საოპერაციო ხარჯები", — Tegeta Commercial Vehicles-ის დირექტორი, თეიმურაზ დარისპანაშვილი.
Renault Trucks-ის ცენტრის გახსნაზე წარმოდგენილი იყო K-სერიის მოდელები, სამშენებლო და კარიერული დანიშნულების თვითმცლელები და ბეტონის მიქსერები, ასევე T-სერიის ლოგისტიკური დანიშნულების უნაგირა საწევარა. ცერემონიას, ორი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი და პარტნიორებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ახლადგახსნილი შოურუმი დაათვალიერეს და Renault Trucks-ის პროდუქციისა და ცენტრის სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
მათ შორის არის ელექტროავტომობილები, რომლებსაც Renault Trucks 10 წელზე მეტია აწარმოებს და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, ნულოვანი გამონაბოლქვით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ამცირებს სერვისის საჭიროებას და ხმაურს, საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში Renault Trucks-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ელექტრომოდელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფს.
კომერციული და სატვირთო ავტოტრანსპორტის გიგანტის მსოფლიო ქსელი, სადაც ახლა Renault Trucks-ის ქართული წარმომადგენლობა გაერთიანდა, გაყიდვებისა და მომსახურების 1400-ზე მეტ ცენტრს მოიცავს.
Tegeta Commercial Vehicles თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები