კარა მაკდონალდი:

10 Jun. 2022, 19:38

განვიხილეთ საკითხები, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს იმის მხარდასაჭერად, რომ მიღწეულ იქნას ქართველი ხალხის მიზანი, არჩევანი, რაც გულისხმობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩამოვიტანე გზავნილი ვაშინგტონიდან, ასე ვთქვათ, შეშფოთებისა საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის კუთხით. მოგეხსენებათ, ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ მოვლენებს, რაც კარგად იცით, გახლავთ პუტინის მიერ პროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინაში. ეს არის ის, რაც ასევე საქართველოს აქვს გამოცდილი.

ამავდროულად ჩემი ვიზიტი ემთხვევა უნიკალურ შესაძლებლობას, რაც საქართველოს დღესდღეობით აქვს. ჩემი მესიჯი მკაფიოა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. გაერთიანდით, რათა მიაღწიოთ იმას, რაც სურს ქართველ ხალხს. ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი და პარტნიორი გყავთ. ვახსენე კიდეც, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე სახალხო დამცველს და ისინი, ყველანი ამ ძალისხმევაში პარტნიორები არიან. [პირველი არხის თარგმანი]

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა განაცხადა. ის პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…