ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახს, ჩვენს თავსაც, მაგრამ ლაშქარავა ძალადობის გამო არ გარდაცვლილა — ვოლსკი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში "შეუთავსებლობები ბევრია". ის პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მსგავსად, ამბობს, რომ TV პირველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი მასზე განხორციელებული ძალადობა არ არის.
"აქ შეუთავსებლობები ძალიან ბევრია და ვიმსჯელოთ ჩვენ პოლიტიკურ ნაწილზე და არა ფაქტობრივ საკითხებზე. რამდენიმე თემა განსაკუთრებით, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად სცილდება რეალობას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, ჩვენ თავსაც, საქართველოს, მაგრამ იგი არ მომკვდარა იმის გამო, არ გარდაცვლილა, რომ ძალადობა ჩაიდინეს მასთან მიმართებაში", — ამბობს ვოლსკი იმედის ეთერში.
რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო, ერთ-ერთი პუნქტი 5 ივლისის მოვლენებს ეხება, სადაც ევროპარლამენტარები გმობენ ლგბტქი+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მთავრობამ სრულად უნდა განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა სწორედ 5 ივლისს თავდასხმის შემდეგ მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კობახიძემ ეს პუნქტი უარყო და თქვა, რომ ლაშქარავას "გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
5 ივლისს, როცა ადამიანები საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რუსთაველის გამზირზე უნდა გამოსულიყვნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები