პროექტ 30 UNDER 30-ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია
ფოტო: თიბისი
Forbes Georgia-მ მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულობით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებს შორის 5 თიბისელია, რომლებმაც გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს.
დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიას დამანგრეველი ეფექტი აქვს, ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე მიაღწიეს.
პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. Forbes Georgia-მ ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები. სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოარჩიეს 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.
წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოავლინეს ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.
- სალომე ჯანაშვილი — კია საქართველოსა და მიცუბიში მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი;
- მარიამ ცანავა — თიბისი ბანკის მარკეტერი, აფვეის თანადამფუძნებელი და BTU-ს ასისტენტ-პროფესორი;
- ნინა ჭელიძე — View, Inc.-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი;
- გიორგი ურუშაძე — Factory Berlin-ის არტდირექტორი და მარკეტერი, Tasteit-ის დამფუძნებელი და CEO;
- თამარ ხოსროშვილი — პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი;
- სალომე კუპრაშვილი — Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი;
ჟიური: გიორგი ისაკაძე, ოსმან თურანი, გიორგი პოპიაშვილი, მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი.
კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურის წელს აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან. სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, უკვე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალი წარმოაჩინეს, ან მალე წარმოაჩენენ.
- ნინა კინწურაშვილი — ვიზუალური ხელოვანი;
- ბექა გოჩიაშვილი — მუსიკოსი;
- დავით გიორგაძე — ფოტოგრაფი;
- ლიზი რამიშვილი — ჩელისტი, მუსიკოსი, დედოფალ სოფიას სახელობის მადრიდის მუსიკის აკადემია;
- ანა ყიფიანი — პიანისტი, ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯი;
- ტანიტა გონგაძე — თიბისი ბანკის გრაფიკოს-დიზაინერი;
ჟიური: გურამ გვასალია, ირინა პოპიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, თამარ კვესიტაძე.
Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია — ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა. წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.
- ვალერი ქუფარაშვილი — Epam Systems-ისა და NIKE-ის უფროსი პროგრამული ინჟინერი;
- კონსტანტინე ჭეიშვილი — დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტი;
- ანი ჯანუყაშვილი — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მრჩეველი და პროექტების მენეჯერი;
- ნუცა აბაზაძე — თიბისი ბანკის ანალიტიკური (AI/ML) პროექტების ლიდი;
- მეგი ქავთარაძე — Destiny Robotics-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- თორნიკე ასათიანი — Edumentors-ის თანადამფუძნებელი;
ჟიური: ავთანდილ კასრაძე, გვანცა მურღვლიანი, რუსკა ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე.
მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, საზოგადოებას სამყაროს შესახებ ახალი ცოდნა შესთავაზონ და მის შესახებ გაჩენილ კითხვებს პასუხები მოუძებნონ. სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.
- ილია კევლიშვილი — MIT-ის პოსტდოკ-მკვლევარი;
- მარი-ლუიზა კონჯარია — ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტ-მკვლევარი;
- სალომე ონიანი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
- გვანცა სალუქვაძე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორანტი;
- ელენე ფანჩულიძე — აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კოორდინატორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის;
- დეა გოგიშვილი — ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორანტი.
ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, ნანა დიხამინჯია.
ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ ქართველ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდვეთ.
- გეგა წურწუმია — Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი;
- მარიშა გოგოლაური —თიბისი ბანკის ბრენდ-მენეჯერი და აფვეის თანადამფუძნებელი;
- მარიკა აბულაძე —თიბისი ბანკის მარკეტერი და აფვეის თანადამფუძნებელი;
- მარიამ მარგიანი — ვაინ სფეისის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი;
- ვანო ჩალაძე — CARGON-ის თანადამფუძნებელი;
- კეიტ ბუნინა — Georgian Women in TECH-სა და Prospera Women-ის თანადამფუძნებელი;
- ირაკლი ჭოლოკავა — Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი.
ჟიური: ქრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, მიხეილ ხიდურელი, თამაზ დუნდუა, ნინო ენუქიძე, ლუკა კაპანაძე.
Forbes-ის რჩეულები ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება თავიანთი გენიალურობითა და წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრეს. ამ კატეგორიაში თავმოყრილნი არიან ყველაზე ახალგაზრდა აპლიკანტები.
- მარიამ ღვინეფაძე — სკოლა IB მთიების მოსწავლე;
- ხვიჩა ფარსადანაშვილი — აუთფლეის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- ლუკა რამიშვილი — პროექტ ოზონის დამფუძნებელი;
- ნოდარ ტრაპაიძე — ნოთ სოუ ქალმ დაო, დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 პროექტის ახალი გამარჯვებულები ფართო საზოგადოებას 11 მაისს, საქართველოში პირველად გამართულ Under 30-ის ახალგაზრდულ სამიტზე წარუდგინეს. სამიტს თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობდა.
პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი ბანკია. პროექტის პარტნიორია ასევე Gulf Georgia, ორგანიზატორი კი — კონსიერჟ თბილისი.
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
კომენტარები