პეტრო პოროშენკო

16 Mar. 2022, 12:37

რუსეთის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, კიევია, თუმცა ბრძოლები ხარკოვისა და დონბასის ოლქში მიმდინარეობს, ვინაიდან ჯერ მათ ეს რეგიონები უნდა აიღონ და შემდეგ კიევზე წამოვიდნენ. ამ ომს ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. პუტინმა შეცვალა თავისი ტაქტიკა, თუ ის ჩვენს სამხედროებს ებრძოდა, ახლა მისი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. იღუპებიან ქალები და ბავშვები. 

პუტინი არ ელოდა ასეთ უკრაინულ არმიას, რომელიც პრეზიდენტმა 2014 წლის შემდეგ შექმნა, არ ელოდა ასეთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ გავუძელით 3 კვირას, ეს ცოტა არაა. პუტინი არის მშვიდობისა და დემოკრატიის მტერი. მისი აგრესიის მიზეზიც ეს იყო საქართველოში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის, ასეთი მასშტაბური აქციებისთვის ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან არის, პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…